სამართალი
პრემიერი ივანიშვილი: „შესაძლოა ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“

burjan-bizსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პასუხისგებაში მიეცეს.

ამის შესახებ პრემიერმა „პრაიმ-თაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. “კითხვაზე - 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა თუ არა ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს? - მოკლედ გიპასუხებთ - კი. ასეთივე შეკითხვა დამისვეს პრეზიდენტთან დაკავშირებით და იქაც იგივე პასუხი გავეცი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. ყველამ უნდა გასცეს საზოგადოების კითხვებს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ეს", - განაცხადა ივანიშვილმა.