უცხოეთი
მასშტაბური აქციები თურქეთში

1-turketiსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის ათობით ქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს 1700-ზე მეტი კაცი დააკავეს.

თურქეთის დედაქალაქში მანიფესტანტები მმართველი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ატარებენ და პრემიერ თაიიპ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტების რიცხვმა 20 ათასამდე კაცი შეადგინა.

აქცია ანკარაში სტამბულის დემონსტრაციისადმი სოლიდარობის მიტინგით დაიწყო და უკვე 5 დღეა გრძელდება. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.