სამართალი
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. „საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია“ - სტატიას ამ სათაურით ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.
“პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თანამოქალაქეებს არწმუნებს , რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და ის დასავლეთთან ურთიერთობას ზიანს არ მიაყენებს. სამწუხაროდ, არც ობამას ადმინისტრაციას და არც ბრიუსელს ამის ღია უარყოფა არ მოუხდენია... ლაპარაკი იმაზე, თითქოს მერაბიშვილს პოლიტიკური მიზეზებით არ დევნიან, ისევე სარწმუნოა, როგორც იმის მტკიცება, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი სამსახურებრივი გადაცდომის გამოა ციხეში“, - წერს გამოცემა.
„ვაშინგტონ პოსტი“ დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მოუწოდებს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ “საქართველოსთვის დასავლეთის კარი დაიხურება, თუ ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნას გააგრძელებს“.