საზოგადოება
სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი აგვისტოდან ამერიკაში, სვარტმორის კოლეჯში ისწავლის

1-eduard-saz-2საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი სწავლას სვარტმორის კოლეჯში გააგრძელებს. ედუარდ სააკაშვილი, როგორც 2013 წლის საუკეთესო კურსდამთავრებული, თბილისის .ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის დირექტორის მედლით და, ასევე, განათლების სამინისტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა, - იუწყება ივერონი.
უმაღლესი განათლების მისაღებად ედუარდი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს, მათ შორის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, ორტმუნდისა და უილიამსის კოლეჯებში. სწავლის გაგრძელება მან სვარტმორის კოლეჯში ფიზიკის განხრით გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც ურჩია. თავის დროზე ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა.

ედუარდ სააკაშვილი აგვისტოდან სწორედ სვარტმორის კოლეჯში ისწავლის.

1-eduard-2-saz2