საზოგადოება
გენადი ონიშჩენკო: "რუსეთში ღორის ჭირი საქართველოდან გავრცელდა და ეს მკაფიოდ დაგეგმილი აქცია იყო!"

1-chiri-saz-1საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. 2013 წლის მაისის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ღორის ჭირისგან ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 2 მლრდ რუბლად შეაფასა, 2008 წლიდან კი  რუსეთში 400 ათასი ღორი განადგურდა.

რუსეთის სამომხმარებლო უფლებათა დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, "უეჭველია, რომ  ღორის აფრიკული ჭირი რუსეთში  საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა.  ეს არა შემთხვევითი, არამედ მკაფიოდ დაგეგმილი და საქართველოს ტერიტორიიდან განხორციელებული აქცია იყო, რომლის მიზანი რუსეთის სამხრეთ და ჩრდილოკავკასიური რეგიონების ეკონომიკის ჩამოშლაა".