რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა

1-pol-rel-pismoსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი.
„მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მითუმეტეს იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც, საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის. ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის.

პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II

2013 წლის 1 ივნისი“