საზოგადოება
ხვალ კინოთეატრ ამირანში ლევან თუთბერიძის ბოლო ნამუშევრის - ფილმ „უშენოდ მგონი მოვკვდები“ პრემიერა გაიმართება. ფილმი ეროვნული კინოთეატრის კონკურსის გამარჯვებულია. თუმცა მისი პრემიერა, ფინანსური პრობლემების გამო, 2 წლის დაგვიანებით შედგება.
კრიმინალური დრამა ლევან თუთბერიძემ აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით გადაიღო. მასში გიორგი ზანგური, ირაკლი სანაია, შორენა ბეგაშვილი და სხვა მსახიობები მონაწილეობენ. აღნიშნული ფილმის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც რეჟისორმა საქინფორმს განუცხადა, ფილმის დეტალებზე ხვალ, 12:00 საათზე, კინოთეატრ ''ამირანში'' სპეციალური კონფერენცია გაიმართება.