პუბლიკაციები
ვალერი კვარაცხელია: “გარყვნილების ანგელოზები ანუ საკუთარი დედის გინებიდან საკუთარი დედის გაუპატიურებამდე...”

1-analitika-1-valeriსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო ივერონი“:საშინელი სათაური აქვს ამ წერილს, შემზარავი და ამაზრზენი. შინაარსი კიდევ უფრო საშინელია, ვინაიდან თვითონ სიტუაციაა ბინძური და შოკისმომგვრელი...
დედამიწის ზურგზე არსად, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ხალხში საკუთარი დედის მისამართით არ იგინებიან. გინების ეს სამარცხვინო (მკრეხელური) ფორმა მხოლოდ საქართველოში არსებობს. ოდნავ ზნეკეთილი კაცი არათუ საკუთარი დედის მისამართით, საერთოდაც არ უნდა იგინებოდეს, ვინაიდან არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება საგინებელი სიტყვა დედასთნ დააწყვილო დედა-შვილობის მადლისა ოდნავ მაინც თუ გცხია ან გესმის რამე...
რა საშინელი წასაკითხიც არ უნდა იყოს ის, რასაც ახლა დავწერ, ეს მაინც ასეა. საკუთარი დედის გინებასა და საკუთარ დედასთან სქესობრივ კავშირს შორს მაინც არის პატარა განსხვავება, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ამ განსხვავების, ამ ზღვარის მოშლაც სურთ და, მერე, როგორც გენიალური დოსტოევსკი იტყოდა: "ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია!"

უღმერთოების მოსურნე ძალები ყოველთვის იყვნენ. ღმერთთან ბრძოლის თემა ბიბლიიდან მოდის და დღემდე გრძელდება, მაგრამ მას არასოდეს მიუღია ისეთი საშიში სახე, როგორიც ახლა აქვს. ღმერთთან ბრძოლის ბიბლიური თემა ადამიანის დაცემის მაუწყებელი კი არა იყო, ადამიანის ღმერთთან გატოლების სურვილი, მისკენ სწრაფვის ნიშანი იყო. ამიტომაც გაუყადრა ღმერთმა თავი იაკობს. თვით მარქსისტული (ათეისტური) ბრძოლა ღმერთთან არ იყო ადამიანის დაცემის მაუწყებელი, ვინაიდან მარქსთან ღმერთი (როგორც ასეთი) უარყოფილი კი არ არის, ღმერთის სუბიექტური გაგება ჩანაცვლებულია ღმერთის ობიექტური გაგებით (ისტორიისა და მატერიის განვითარების კანონზომიერებით).
ღმერთთან ნამდვილი (უაღრესად საშიში და სახიფათო) ბრძოლა ახლა მიდის. ესაა ბრძოლა არა უშუალოდ ღმერთის წინააღმდეგ, არამედ ესაა ბრძოლა ადამიანში ყოველივე ღვთაებრივის წინააღმდეგ. ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რადიკალური და უკიდურესი გამოვლინება არა უშუალოდ ღმერთის წინააღმდეგ ლაშქრობა, არ