საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარდატონის დღესასწაულს დაესწრო

1-ivan-mtსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. გუშინ თბილისში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეები საიათნოვასადმი მიძღვნილ დღესასწაულს ვარდატონს“ აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. როგორც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს დღე ქართველი და სომეხი ხალხის საერთო დღესასწაულია, რადგან საიათნოვა ქართულ-სომხური ურთიერთობების სიმბოლოა. "ის იყო დიდი ჰუმანისტი. ის ერთნაირად ძვირფასია როგორც სომხებისთვის, ასევე ქართველებისთვის...დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა გამორჩეული იქნება რეგიონში. ჩვენ ერთ სახელმწიფოს ვაშენებთ. თითოეული მოქალაქის როლი მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ აქტიურად ჩაერთვებით ამ პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილი დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო, შემდეგ მეიდანზე მდებარე სურბ გევორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.

1--ivan-1 1-ivan-2
1-ivan-3 1-ivan-4
1-ivan-5 1-ivan-6
1-ivan-7 1-ivan-8