უცხოეთი
ონიშჩენკოს აზრით, საქართველოდან რუსეთში ღვინო კი არა, ყურძენი უნდა შეიტანონ

1-vinogradსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო მიიჩნევს, რომ უმჯობესია რფ-ში საქართველოდან ღვინის ნაცვლად ყურძენი შეიტანონ.

უწინ ონიშჩენკოს არაერთხელ განუცხადებია, რომ საერთოდ არ გეახლებათ ღვინოს.

„ყურძენი რომ შემოეტანათ, საზღვარზე თვითონ გადმოვიტანდი. ისინი ხომ ყურძენს აფუჭებენ - ღვინოდ აქცევენ. წარმოგიდგენიათ, ამ წმინდა პროდუქტს!“ - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.