სამართალი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. „პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა "საოკუპაციო ხაზი" 200 მეტრით საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზეც გადმოსწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" თავმჯდომარე ალუდა მახარია ავრცელებს. მახარიას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში 200 მეტრით გადმოიტანეს საგუშაგო და მათი კონტროლირებადი ზონა გააფართოვეს.