აქტუალური
საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სასტუმრო „Holiday Inn“-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფოს“ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფოს“ წარმომადგენლებმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
კონფერენციის მონაწილეებმა ტრანსპარენტულობისა და კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება.
ცნიბისათვის: კვლევა, რომელიც 1 წლის წინ 82 ქვეყანაში ჩატარდა, თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობას და კორუფციისგან მის დაცულობას ეხება, მასში საქართველომ ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.