აქტუალური
რეზო ჩხეიძის ვარსკვლავი გაიხსნა

1-akt-varskv-mtსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. გუშინ კინოთეატრ "რუსთაველთან" დიდი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის დიდება, რაც რეზო ჩხეიძემ საქართველოს მოუტანა, გმირობის ტოლფასია. "მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვარსკვლავები იბადებიან და ასეთი გამობრწყინებები გვაქვს საზოგადოებაში. ჩვენ აწმყოც ღირსეული გვაქვს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და დავძლიოთ ისინი, რომ მეტი პატივი მივაგოთ აწმყოს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

1-akt-varskv-1 1-akt-varskv-2
1-akt-varskv-3 1-akt-varskv-4