უცხოეთი
მოლდოველმა იერარქმა დეპუტატებს თანაბარი შანსების შესახებ კანონის გასაუქმებლად ერთი თვის ვადა მისცა

1-episkop-ucxსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ბელცისა და ფალეშტის ეპისკოპოსმა მარკელმა მოლდოველ დეპუტატებს მოუწოდა, გააუქმონ რესპუბლიკაში მიღებული კანონი თანაბარი შანსების შესახებ, რომელიც სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვას ითვალისწინებს და  გზას უხსნის ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას.

ეპისკოპოსის თქმით, თუ კანონს არ გააუქმებენ, ეკლესიისგან პარლამენტართა განკვეთის საკითხი დადგება.

დეპუტატებს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვის ვადა მიეცათ იმ იმედით, რომ „ამ ხნის განმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ ევროპული კავშირის მიერ თავს მოხვეულის გარდა, სხვა ღირებულებებიც არსებობს“.