საზოგადოება
სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს

1-samxret-osetiსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. დღეს, 29 მაისს, სამხრეთ ოსეთი სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ აქტის მიღების 21-ე წლისთავს აღნიშნავს და ფართომასშტაბიან საზეიმო ღონისძიებებს აწყობს.

სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ აქტი 1992 წელს სამხრეთ ოსეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო.

29 მაისის დღესასწაული მოსახლეობას ლეონიდ თიბილოვმა მიულოცა.

„დამოუკიდებლობის გამოცხადება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების საფუძვლად იქცა, არა ერთჯერად შემთხვევით მოვლენად, არამედ კანონზომიერ ეტაპად თავისუფლებისათვის ოსი ხალხის ბრძოლის პროცესში, დასტურად მისი გადაწყვეტილებისა, ბოლომდე იღვაწოს სუვერენული სახელმწიფოს ასაშენებლად“, - განაცხადა თიბილოვმა თავის მისალოც მიმართვაში.