საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი ჟან კლოდ მინიონს შეხვდა

1-ivaniSv-minioniსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონს შეხვდა. ეს ინფორმაცია პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჟან კლოდ მინიონთან პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩზე მიიწვია. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე სამომავლო გეგმებს.