სამართალი
დაღუპული პოლიციელის დედა: „„ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი და ნუ ადებს ხელს ვანოს“

1-policielis-dedaსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. 2011 წლის 26 მაისს დაღუპული პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა ნინო ბურჯანაძის დასჯას ითხოვს. ამის შესახებ ანა მასურაშვილმაპირველი რადიოს" რადიოკლუბში განაცხადა. მისი თქმით, ბურჯანაძის ესკორტის მანქანით გატანილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ბიბილური პოლიტპატიმრის სტატუსით 2 წელიწადში გაათავისუფლეს.

„ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი, ის ვერ ჩამოირეცხავს სისხლს და ნუ ადებს ხელს ნურავის, ნურც ვანოს. მან გამოიწვია სისხლისღვრა. ღამის 12 საათამდე ჩემს შვილს ტელეფონით ველაპარაკებოდი, 12 საათზე კი უკვე ვეღარ დავრეკე, პირველის 15 წუთისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო. როდისღა მოასწრო ინსცენირება ვანო მერაბიშვილმა, როდისღა მოკლა ჩემი შვილი, როდისღა მოასწრო თეატრალიზებული წარმოდგენა? ეს ხომ აბსურდია. უბრალოდ, ის გარბოდა ვირთხასავით, თავისთვის და თავისი ოჯახისთვის უნდა ეშველა. სწორედ ამ დროს გაიტანა ჩემი შვილი. მე არ ვიცი ზუსტად, ვინ იჯდა საჭესთან, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის ოჯახი იყო", - განაცხადა დაღუპული პოლიციელის დედამ, რომლის თქმითაც, ნინო ბურჯანაძე ცდილობდა ოჯახთან მოლაპარაკებას, თუმცა მასურაშვილის ოჯახმა მას ყველანაირ გარიგებაზე უარი უთხრა.