პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: “თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით!”

1-CaCia-topსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ალექსანდრე ჭაჭია.

- ბატონო ალექსანდრე, ჩვენს გაზეთში თებერვალში გამოქვეყნებულმა თქვენმა ინტერვიუმ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. მხოლოდ გაზეთის საიტზე იგი 75 ათასზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა და კიდევ 30 ათასმა _ საიტის რუსულენოვან ვერსიაზე. ეს რეკორდული რაოდენობაა. რედაქციას დღემდე მიმართავენ მკითხველები თხოვნით, რომ გაგრძელდეს ინტერვიუთა ციკლი თქვენთან. ბევრს სურს, გაიგოს თქვენი აზრი რიგი პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ. მე ავარჩიე რამდენიმე, ძირითადად, საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული შეკითხვები.

როგორ აფასებთ 17 მაისის თბილისის მოვლენებს, რამაც ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია? არსებობს თუ არა სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების ალბათობა ამ ნიადაგზე?

- მე არ დავარქმევდი მომხდარს განხეთქილებას საზოგადოებაში. განხეთქილება ვარაუდობს საზოგადოების გაყოფას ორ ან რამდენიმე დაახლოებით ტოლ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. განხეთქილებაა პარიზში, ლონდონში, სადაც ჰომოსექსუალთა და მათი თანამგრძნობი მოქალაქეების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ქალაქის მერად ღია პედერასტს ირჩევენ. განხეთქილებაა ამერიკაში, სადაც ზანგმაც კი შეძლო გამხდარიყო პრეზიდენტი, როდესაც გეითანამეგობრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა დადო, ანუ თეთრკანიანი ამერიკელების გენეტიკურმა რასიზმმა პედერასტიის მომხრეთა შეტევის წინაშე უკან დაიხია. ჩვენთან, მადლობა ღმერთს, ამ მოვლენის ჯერჯერობით ამდენად სერიოზულად გავრცელება არ მოხდა. არიან ახალგაზრდები, რომლებიც განიმსჭვალნენ გეიიდეოლოგიით დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლისას ან აქ, საქართველოში უცხოელებთან ურთიერთობისას, და არის ხალხი, რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრია და  ფულისთვის ასრულებს გარკვეულ მითითებას.

აქვს თუ არა პერსპექტივა მათ საქმიანობას? დიახ, აქვს. თუ ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ჯიუტად გააგრძელებენ ე.წ. ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების დეკლარირებას, ანუ გააგრძელებენ შევარდნაძე-სააკაშვილის გეზით სვლას, მაშინ უნდა გაითვალისწინონ, რომ პედერასტია თანამედროვე «ევროპული ღირებულებების» განუყოფელი ნაწილია, მეტიც, ეს ამა თუ იმ სახელმწიფოს «ევროპულობის» მთავარი მაჩვენებელია. მსოფლიოში იგი მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც ხელს უწყობს ათასობით სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მედია, კინოინდუსტრია. თუ 15-20 წლის წინ პედერასტია ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციისა და  ცივილიზაციის სიმდიდრით გამძღარი მდიდრებისა და მათი შვილების გარემოში მხოლოდ «მოდა» იყო, დღეს ეს დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია. ეს მოხდა ძალიან მოკლე ისტორიული პერიოდის მანძილზე.

გავიხსენოთ ისტორია. ჰომოსექსუალიზმი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჰომოსექსუალური კავშირების თავისუფლებას საზოგადოებისთვის იმდენად დიდი ზიანი მოჰქონდა, რომ მონოთეისტური რელიგიების დამფუძნებლები იძულებულნი გახდნენ, რომ მომაკვდინებელ ცოდვად გამოეცხადებინათ იგი. ქრისტიანიზირებულ ევროპაში ჰომოსექსუალიზმი იატაკქვეშ გადავიდა და მისი მასშტაბებიც მკვეთრად შემცირდა. პერიოდულად იყო აღზევებებიც, მაგალითად, შუასაუკუნეებში კათოლიკე ბერების გარემოში და, სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენასთან საბრძოლველად შეიქმნა თავიდან ინკვიზიცია. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაშიც და აშშ-შიც პედერასტიასთან დამოკიდებულება იყო ძალიან უარყოფითი. გაიხსენეთ ოსკარ უაილდი, რომელიც 1895 წელს ამერიკაში ციხეში ჩასვეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირება დაიწყო. ამას ხელი შეუწყო ამერიკული ჯარის სამხედრო მოსამსახურეთა გარემოში პედერასტთა საზოგადოების წარმოქმნამ საკუთარი ცნობიერებით. ზუსტად მამათმავალმა სამხედროებმა მისცეს აშშ-ში ჰომოსექსუალიზმის რეაბილიტაციასა და ლეგალიზაციას ბიძგი. მას შემდეგ აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერია მთელ მსოფლიოში. ყველა ქვეყანა, რომელიც აშშ-ის გავლენის ქვეშაა, იძულებულია, ერთსქესიანი კავშირების ლეგალიზება მოახდინოს და წაახალისოს. თავად აშშ-ში კონგრესის დაახლოებით 70 წევრი ოფიციალური პედერასტია, ჯარში 65 ათასი ოფიციალური გეი და ლესბოსელი მსახურობს. ამ დღეებში აშშ-ში ჯარში ერთსქესიანი ქორწინებები, სოციალური შეღავათების თვალსაზრისით, გაუთანაბრეს ჩვეულებრივ ქორწინებებს, მაგალითად, ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში მისი ქორწინების პარტნიორი (არ ვიცი, სხვანაირად როგორ დავარქვა) მიიღებს ფულად კომპენსაციას და აქვს უფლება, გარდაცვალების შემდეგ დაიკრძალოს მასთან ერთად სამხედრო სასაფლაოზე.

- იმედი მაქვს, საქართველოში საქმე აქამდე არ მივა...

- ტყუილად გაქვთ იმედი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. დიახ, 17 მაისმა დაგვანახა, რომ ქართულ საზოგადოებაში ეროვნული ღირსების გრძნობამ გაიღვიძა ან შესაძლოა, თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა. ჩვენი ხალხის ღირსებას, უკვე 20 წელზე მეტია, ფეხქვეშ თელავენ და ბევრ დამკვირვებელს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ღირსების გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში მოკვდა. დიაგნოზი, მე მგონი, ნაადრევია, მაგრამ უნდა ნათლად გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შევეჯახეთ არა ერთ მუჭა გეებსა და მათ თანამგრძნობ ქართველ «ევროპელებს», არამედ მძლავრ საერთაშორისო ძალას, რომლის უკანაც შეერთებული შტატები _ საქართველოს ფაქტობრივი პატრონი, და მთელი ევროპა დგანან. ძალიან არათანაბარი ძალებია.

- რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ სიტუაციაში?

- პირველ რიგში უნდა შეეცადოს, გახდეს, ოდნავ მაინც, მინიმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკვე 20 წელია, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოიხატება 26 მაისს ზეიმის ჩატარებაში. ეს ცოტა ხომ არაა საიმისოდ, რომ თავი სახელმწიფოდ ჩავთვალოთ? შევარდნაძე და სააკაშვილი გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის «უმცროს ძმად» ყოფნა უღირსობაა, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ შეერთებული შტატების «უმცროსი პარტნიორები» ვართ და ეს, მისი თქმით, დიდი მიღწევაა. სრულიად შესაძლებელია, რომ ვინმეს პარტნიორობა უფრო მოსწონს, ვიდრე ძმობა, მაგრამ პარტნიორს, თუნდაც უმცროსს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი ინტერესები, სხვა შემთხვევაში იგი პარტნიორი არაა _ იგი ლაქიაა, მონა. საქართველოს დღეს ერთი მთავარი ეროვნული ინტერესი აქვს _ ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, შენარჩუნება.

უნდა ავუხსნათ «უფროს პარტნიორს», რომ, როდესაც საქართველო იყო «უმცროსი ძმა», საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, თითქმის ყველა ქართველი ცხოვრობდა საქართველოში და ცუდ სიზმარშიც კი ვერ ხედავდა საკუთარ თავს ემიგრანტის ამპლუაში, ქვეყანაში მუშაობდა ასობით ქარხანა, ფაბრიკა, სასოფლო-სამეურნეო საწარმო და ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო უმუშევრობა, მიწას ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ ადგილობრივი გლეხები, ხოლო «პედერასტი» სალანძღავი სიტყვა იყო.

როდესაც ჩვენ გავხდით აშშ-ის «უმცროსი პარტნიორი», შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა, ქარხნები და ფაბრიკები ჯართში ჩააბარეს, ქართველი ერის მესამედი ემიგრაციაში წავიდა და სხვა ქვეყნებში მომსახურე პერსონალი გახდა, ყოველი მეორე, ვინც სამშობლოში დარჩა, უმუშევარია, ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგულია, დარჩენილი მიწები ინდოელებს, ჩინელებს, პაკისტანელებსა და კიდევ ვიღაცას მიჰყიდეს, ხოლო პედერასტები

ინგლისურენოვანი პლაკატებით ხელში დედა ენის ძეგლთან იკრიბებიან და ერთსქესიანი სიყვარულისთვის თავიანთი უფლებების დაკანონებას ითხოვენ. ასეთი «პარტნიორობის» კიდევ 10 წელი და ქართველი ერი, როგორც კულტურული სათემო, უბრალოდ, აღარ იარსებებს.

მეორე, ქართულმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ღირებულებებისა და პრიორიტეტების სისტემა. 15 წლის წინ მე შევიმუშავე და გამოვაქვეყნე «საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია», რომელშიც ჩამოვაყალიბე ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მიზნები და ამოცანები განვითარების გარდამავალ პერიოდსა და პერსპექტივაში. მთავარ მიზნად მე ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისგან და ზნეობრივი დეგრადაციისგან დაცვა მივიჩნიე. მაშინვე დავასახელე ლოზუნგი პატრიოტული ძალებისთვის _ «ქართველობის გადასარჩენად!» სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» გაზეთმა «ილორმა» ეს სიტყვები თავის ლოზუნგად აქცია. ამის იქით საქმე არ წასულა. შევარდნაძემ და მისმა კარის ინტელიგენციამ, შემდგომში კი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მე «ნაციონალისტი» და «კრემლის რუპორი» მიწოდეს, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავის თავს «ოპოზიციას» ეძახდნენ, მკვეთრად დაგმეს ჩემი «ანტიამერიკანიზმი» და «ანტიევროპეიზმი». დღეს ის ჩემი ლოზუნგი კიდევ უფრო აქტუალურია, თუმცა, შესაძლოა, უკვე გვიანიცაა... თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებს ზურაბ ჟვანიას ბოდვითი განცხადებით ხელმძღვანელობას: «მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!». სააკაშვილი და მისი ცხვირმოუხოცავი თანამზრახველები 10 წელი უდებდნენ ხალხს თავში, რომ საქართველო «ბრუნდება» ევროპაში, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ და ა.შ. ამისთვის ჩამოჰყავდათ აქ ვიღაც ევროპელი მასხარები – მესამეხარისხოვანი ქვეყნების პრეზიდენტები, ევროპარლამენტარები, მოედნებზე სამარცხვინო შოუებს დგამდნენ. სხვათა შორის, საქართველოში არც ერთი ძირითადი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი არ ჩამოსულა (სარკოზი გამონაკლისი შემთხვევისა და მიზეზის გამო ჩამოვიდა), რითაც მათ საქართველოს «ევროპულ იდენტობასთან» საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს.

საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპის ნაწილი და ევროპა არასოდეს თვლიდა საქართველოს თავის ნაწილად. ევროპულმა კულტურამ, ევროპულმა ღირებულებებმა საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შემოაღწია რუსეთიდან. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში «თერგდალეულთა», დიდი ქართველი განმანათლებლების დამსახურებით ეს პროცესი გაძლიერდა. მაგრამ მაშინ ევროპა სწრაფად ვითარდებოდა, ევროპული ღირებულებები იყო ჭეშმარიტი პროგრესული ღირებულებები განათლებაშიც, მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, ტექნიკაშიც, წარმოების ორგანიზებაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დღეს ევროპა მძლავრად დეგრადირებს. ევროპული სახელმწიფოები აღარ არიან დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოები თავისი ეროვნული ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით. ევროპელი ერები ცდილობენ, ხელისუფლებაზე დემოკრატიული მეთოდებით ზეწოლით შეეწინააღმდეგონ დამანგრეველ ტენდენციებს, მაგრამ ამას აზრი არ აქვს.

დასავლური დემოკრატია, როგორც დასავლური ეკონომიკური მოდელი, ჩიხში შევიდა, მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება აღარაა. უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს აღარ წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის და საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ «უმცირესობათა» მოთხოვნებმა. გაიხსენეთ: დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 80 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა მათი ქვეყნის ერაყთან ომში მონაწილეობას, მაგრამ ინგლისის ხელისუფლებამ მიაფურთხა საკუთარი ხალხის სურვილს. აშშ-ში ომის დაწყების წინააღმდეგ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები იმართებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ომი მაინც დაიწყო. ფრანგთა უმრავლესობა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ პრეზიდენტმა და პარლამენტმა უმრავლესობის ნების იგნორირება მოახდინეს.

 

მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობით მიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და მიეჩვივნენ «უმცირესობათა უფლებების» დაცვას, დაუცველები აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეში ზეწოლის წინაშე, რომლებიც დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას საკუთარ ნორმებსა და ქცევის წესებს. ორ მილიონ მუსლიმანს შეშინებული ჰყავს მრავალმილიონიანი ინგლისი. საქმე აბსურდამდე მივიდა: ინგლისელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეკომენდებულია, არ იარონ ლონდონის ქუჩებში სამხედრო ფორმით, რათა არ მოახდინონ ძალადობის პროვოცირება მუსლიმანი ექსტრემისტების მხრიდან! წყნარ შვედეთში ყოველ ღამე იწვის ავტომანქანები, ორი წლის წინ იგივე ხდებოდა პარიზში. ევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონ  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები. ეს პროცესი ძალიან მძიმე და, ალბათ, სისხლიანი იქნება, ფაშისტური უკიდურესობებითურთ, როგორც ეს ევროპას ისტორიულად სჩვევია, მაგრამ ის გარდაუვალია. ევროპის ერებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რომელიც საკმარისია აღზევებისთვის. საქართველოს კი ასეთი პოტენციალი არ აქვს. თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით.

- როგორ შევაჩეროთ გეიკულტურის აგრესიული შეტევა, თუ ამ თემაზე ასობით კინოფილმს იღებენ, ათასობით მხატვრული ნაწარმოები ქვეყნდება, მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები თავიანთი ორიენტაციის დემონსტრირებას ახდენენ?..

-  რა თქმა უნდა, წიგნების გამომცემლების, ტელეარხების, კინოგაქირავების სინდისსა და ეროვნული გრძნობების იმედად ყოფნა უაზრობაა, რადგანაც ამის უკან დიდი ფული დგას. საჭიროა ცენზურა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს. სახელმწიფო ვალდებულია, ერის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ვალდებულია, დაიცვას ახალგაზრდა თაობა ეროვნული მსოფლმხედველობისთვის უცხო ტენდენციებისა და გავლენებისგან, თუნდაც ისინი თანამედროვე ევროპული და ამერიკული კულტურის ნაწილი იყოს. ბუნებრივია, საუბარია არაა ჰომოსექსუალთა მიერ შექმნილ ნაწარმოებთა აკრძალვაზე. ჩვენ _ ყველას წაგვიკითხავს მარსელ პრუსტის, სომერსეტ მოემის, ვირჯინია ვულფის რომანები, რემბოსა და ვერლენის ლექსები, მოგვისმენია ელტონ ჯონისა და ფრედი მერკურისთვის, მაგრამ მგონია, მცირე ნაწილი თუ დაფიქრებულა მათ სექსუალურ ორიენტაციაზე. სამაგიეროდ ამერიკელი ვიდალ გორი ასევე ნიჭიერი მწერალია, მაგრამ მისი რომანები პედერასტიის ღია პროპაგანდაა. ასეთი ნაწარმოებები არ უნდა ხვდებოდეს წიგნის ბაზარზე.

- არა მგონია, ჩვენი ხელისუფლება მზად იყოს, საკუთარ თავზე აიღოს ეს ფუნქცია. აი, მაგალითიც: 17 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაგმეს საზოგადოების რეაქცია, მოუწოდეს მას ტოლერანტობის, მოთმინებისა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების პატივისცემისკენ.

- ეს ბუნებრივია, თქვენ ხომ ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, თითქმის მთელი დიპლომატიური კორპუსის რეაქცია. ამიტომაც ვამბობ, რომ პედერასტიის გავრცელების საწინააღმდეგოდ მოქმედება არაა მარტივი საქმე, მით უფრო, როდესაც ეს ამერიკაზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს შეეხება. საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. არ ვიცი, ჩვენს საზოგადოებას შესწევს თუ არა მსგავსი კონსოლიდაციის უნარი, მაგრამ მხოლოდ ასეა შესაძლებელი, ერთის მხრივ, აიძულო ხელისუფლება, დაიცვას ერი გახრწნისგან; მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას მისცეს კოზირი ამერიკელ პატრონებთან ურთიერთობისთვის: რაკი ხალხი ერთსულოვნად წინააღმდეგია, მის მოსამზადებლად დრო მოგვეცითო. ამან შეიძლება იმუშაოს.

ბიძინა ივანიშვილმა «ნაციონალთა» მმართველობისგან გვიხსნა და ხალხი ამისათვის მისი მადლიერია. ხალხი მას ენდობა და ბუნებრივია, რომ მოთმინებით ეკიდება მის გაუგებარ პოლიტიკურ სიმპათიებსა თუ სრულიად მიუღებელ საკადრო დანიშვნებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხს ხელისუფლების შეცვლა იმისთვის უნდოდა, რათა საქართველოში არ ჩატარებულიყო გეიაღლუმები, ტელევიზიებს არ გაერყვნა ახალგაზრდობა, სახელისუფლო სტრუქტურებს დაეცვა ტრადიციული სულიერი ღირებულებები, მორალური ნორმები, მხარი დაეჭირათ ქართველი ხალხის სოციოკულტურული თვითმყოფადობისთვის, მისი სპეციფიკური თავისებურებებისთვის და სწორედ ამით იქნებოდა უზრუნველყოფილი ერის შენარჩუნება. «ქართული ოცნება» ამას დაგვპირდა, ისევე, როგორც დაგვპირდა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჯერჯერობით ხალხი მოლოდინისა და იმედის რეჟიმშია.

ესაუბრა ირაკლი თოდუა.