უცხოეთი
საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ჰოლივუდში აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისა და ექს-სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ.
ფილმი კლინტონის ახალგაზრდობასა და 1974 წელს ვაშინგტონში მის იურისტად მუშაობაზე მოგვითხრობს. სცენარი, რომელიც შარშან ჰოლივუდის „შავ სიაში“ შევიდა, ნაწილობრივ გამოქვენდა The Daily Beast-ში და მკითხველი ზედმიწევნით გულახდილი სცენებით გააოცა. თუმცა სცენარისტ იუნ ილ კიმის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ჩართავენ თუ არა ამ ეპიზოდებს ფილმში.
სავარაუდოდ, ფილმი კინოთეატრებში 2016 წელს გამოვა, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისას, რომელზეც, შესაძლოა, ჰილარიმ თავისი კანდიდატურა წამოაყენოს.