რელიგია
ხვალ წმინდა ნაწილს თერჯოლაში წააბრძანებენ, რის შემდეგაც მას ფოკასა და ბოდბის მონასტერში ჩაიტანენ. სიწმინდე საქართველოს 2 ივნისს დატოვებს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მარჯვენა ხელის უხრწნელი მტევანი კუნძულ კორფუდან საქართველოში 24 მაისს ჩამოაბრძანა მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად. წმინდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი მონაწილეობდა ნიკეის საეკლესიო კრებაში. წმინდანის სხეული დღემდე უხრწნელად არის შემონახული. წმინდანს განსაკუთრებულად მატერიალური გაჭირვების ჟამს ევედრებიან.