რელიგია
მამა ანთიმოზმა პატრიარქს შენდობა სთხოვა

1-antimoziსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. სამების ტაძრის არქიმანდრიტმა მამა ანთმოზმა (თამაზ ბიჩინაშვილი), რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, საქართველოს პატრიარქს შენდობა სთხოვა.

"მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა და სამების ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, მე კურთხევა ვითხოვე და პატრიარქს შენდობა ვთხოვე. ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილბას ველოდები", - განაცხადა  არქიმანდრიტმა ანთიმოზმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ დრომდე მთავარ პროკურატურას სასულიერო პირთა მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შს სამინისტრომ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე, ბრალი წაუყენა.