ხვალ მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

საქართველო, 27 მაისი,
საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
სერგო რატიანის განცხადებით, რომელიც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, ხვალ ყველა ქალაქის საოლქო პროკურატურასთან “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის
ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
“დაკავებულია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დაკავებას, დაპატიმრებასა და სასამართლოს, გამოძიებას შორის არანაირი სამართლებრივი ბმა არ არებობს, გამოძიება შეიძლება, გრძელდებოდეს არაერთი თვე. ამიტომ ხვალ, 14:00 საათზე, საქართველოს ყველა ქალაქის საოლქო პროკურატურასთან მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება”, – განაცხადა რატიანმა.