უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „აშშ ანტისემიტური ინციდენტების რიცხვით მეორე ადგილზეა“

1-ucx-3საქართველო, 24 მაისი, საქიფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალად დასდო რელიგიათაშორისი პრობლემების გამწვავება რუსეთში მრწამსის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ მოხსენებასთან დაკავშირებით.

მოხსენების ავტორთა აზრით, ექსტრემიზმმა ჩრდილოეთ კავკასიაში და ცენტრალური აზიიდან მიგრანტების დიდმა რიცხვმა რუსეთის მრავალ რეგიონში მუსლიმანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება გამოიწვია. რუსეთის მილიცია სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიურ თემებში ჩხრეკის მოწყობაში დაადანაშაულა. ექსტრემისტული მასალების ნუსხა, რასისტულისა და ანტისემიტურის გარდა, იეღოვას მოწმეთა 68 დოკუმენტს, შვიდ საიენტოლოგიურ, 4 „ფალუნგუნს“ და ასევე რამდენიმე ნეოკერპთაყვანისმცემლურ ტექსტს მოიცავს. ამასთან, ავტორების თქმით, ადგილი ჰქონდა „ისლამური ნაშრომებისა“ და კრიშნაიტთა წმინდა წიგნის „ბჰაგავადგიტას“ აკრძალვის შემთხვევებსაც.

„იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავაც წარმოაჩენს რელიგიური თავისუფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის დამახინჯებულ და პოლიტიზებულ სურათს“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საკითხებში კონსტანტინე დოლგოვმა.

მისი თქმით, რუსეთის მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, თავად აშშ-ს მოხსენება, ფაქტობრივად არ შეხებია, მით უფრო, რომ ევროპის ებრაული კონგრესის მონაცემებით, აშშ ანტისემიტური ინციდენტების რიცხვით მეორე ადგილზე იმყოფება.