უცხოეთი
საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. მოსკოვის მერია არ გეგმავს 2013 წლის 25 მაისს დედაქალაქში სექსუალური უმცირესობების მსვლელობის ჩატარებას.
„ჩვენი თვალსაზრისით, ასეთი ღონისძიების საჭიროება ქალაქში არ არსებობს“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ მოსკოვის მერიის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელძღვანელმა ალექსეი მაიოროვმა. მისი განცხადებით, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა მოსკოვის მერიას მაისის ბოლოს პიკეტების, მიტინგებისა და მსვლელობების გამართვის განაცხადით მიმართეს.