სამართალი
მერაბიშვილის ადვოკატი: „მიგვაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია“

1-vanoსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, რომელიც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ. მისი თქმით, ბრალდების მიერ წამოყენებული არგუმენტები აბსურდულია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ჩამონათვალი, რა შემთხვევაში უნდა იყოს პირი დაკავებული. ესენია, როდესაც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს ან ძებნილია. არც ერთი გარემოება ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ არ მოიძებნება. ეს ბატონები ყოველთვის ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოებში... ამ პერიოდში მათ 4 ჯერ მისცეს ჩვენება და ყველა დაძახებაზე გამოცხადდნენ... ბრალდება მიუთითებს, რომ თურმე მერაბიშვილს აქვს საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა... მას წლების განმვლობაში ეკავა წამყვანი თანამდებობები, ასევე ახლა უკავია პარტიის გენერალური მდივნის პოსტი და გასაგებია, რომ მას ექნება გარკვეული გავლენა საზოგადოების რაღაც ნაწილზე, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ ადამიანი იყო დაკავებული,“ - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის არაუფლებამოსილი პირის მიერ სამართლებრივი დევნის დაწყება.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოების მოსამართლეების, მთავრობის წევრების წინააღმდეგ. ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი იყვნენ მთავრობის წევრები და მათ მიმართ მთავრობა აწესებს მაღალ სტანდარტს. ეს წესი იყო დარღვეული", - განაცხადა ადვოკატმა.