უცხოეთი
ინგლისში წმ.გიორგის ნაციონალური დროშის აღმართვა აკრძალეს, რათა მუსლიმანებისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ, სექსუალურ უმცირესობათა ლაჟვარდოვან დროშას კი „შესაბამის მომენტებში“ გამოფენენ

zarubezhomსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში სომერსეტის საგრაფოს ქალაქ რედსტოკის საქალაქო საბჭომ აკრძალა ინგლისის ნაციონალური დროშის გამოყენება, რათა მუსლიმანების, კერძოდ კი, ქალაქის 16 მკვიდრის რელიგიური გრძნობები არ შეურაცხყოს. ამის შესახებ The Telegraph იტყობინება.

„დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტრადიციული დროშა ზოგიერთი მუსლიმანისთის შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს, მით უფრო, რომ ამ დროშას ხშირად აღმართავენ მემარჯვენე აქტივისტები. უახლოესი 20 წლის მანძილზე ჩვენ ის უნდა მოვაშოროთ“, - განაცხადეს რედსტოკის საბჭოში ლეიბორისტთა წარმომადგენლებმა.

შედეგად რედსტოკის საბჭომ დაადგინა, შერიგების დღისთვის (11 ნოემბერი) შეიძინოს და ქალაქის თავზე აღმართოს დიდი ბრიტანეთის სამოკავშირეო დროშა, ხოლო წმინდა გიორგის ჯვრიანი თეთრი დროშა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ინგლისელთა ზეციურ მფარველად მიიჩნეოდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსარგებლოდ ჩათვალა.

ამასთან, რედსტოკის საბჭომ მორიგ გადაწყვეტილებად დაადგინა, რომ „ლაჟვარდოვანი დროშა“, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა სიმბოლოდ მიიჩნევა, „შესაბამის მომენტებში“ გამოფინოს.

აღსანიშნავია, რომ თავად მუსლიმანურ თემებს ინგლისში რედსტოკის საბჭოს გადაწყვეტილებაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ.

„წმინდა გიორგის ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ნაციონალური სიმბოლოს სახით და მუსლიმანების მხრიდან არავითარი სიძულვილი არ უნდა გამოიწვიოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მუსლიმანთა საბჭოს პრესმდივანმა.