შსს-მ ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა

საქართველო, 23 მაისი,
საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილების თანამშრომლებმა ბრალი წაუყენეს 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტს,
მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს,
მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას.
გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.