უცხოეთი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის და ევროკომისარ შტეფან ფულეს პრესმდივნების განცხადება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებასთან დაკავშირებით

ashton-fuleსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს პრესმდივნებმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთეს:

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე   ყურადღებით ეკიდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის  გუშინდელ დაპატიმრებასა და დაკავების შესახებ.

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესს  და მოელის, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი მოელიან საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამ საქმეებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა საქმეზე, მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება და არ ქნება პოლიტიკურად მოტივირებული“.