საზოგადოება
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

chemtvis-1

საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი შენობაში სათადარიგო შესავლელიდან შეიყვანეს. სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ისინი შეაცილეს შეძახილებით: დაისაჯოს, დაისაჯოს!“.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები სასამართლოსთან მსვლელობით მოვიდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისინი სასამართლოში  ამ შეძახილებით შეაცილეს: "ძირს მერაბიშვილი, მერაბიშვილი უნდა გასამართლდეს, სადისტებო, გეი აღლუმია!“. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლაც მოხდა, თუმცა საპატრულო პოლიციამ, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს, აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

პროცესის დაწყებამდე სასამართლო დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილსა და დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს უფროს ზურაბ გამეზარდაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაძაბულობა დავით ბაქრაძემ განმუხტა.
chemtvis-2