პუბლიკაციები
სენსაცია! საქართველოს მთავარი პროქტოპოლიტოლოგი ცინცაძე ორიენტაციას იცვლის!

aq-1-mtavar-A2-sosoსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. პროფესიით - სკკპ ისტორიის სპეციალისტმა, ლექტორთა - საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პროპაგანდისტთა ჯგუფის წევრმა, მან კერძო დიპლომატიური აკადემია გახსნა, ნატოზე წიგნი დაწერა, სააკაშვილის თანაშემწე გახდა და ეს უკანასკნელი შორს ჩამოიტოვა რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის არადიპლომატიურ ლანძღვაში. მან პოლიტოლოგი დაირქვა და ბოლო 10 წელია ტელეეკრანებიდან არ ჩამოდის, თუმცა მისი არცერთი პროგნოზი არ გამართლდა, თუმცა, ძირითადად, ის მოვლენებს უკანა რიცხვით, პოსტ-ფაქტუმ და მხოლოდ - მოქმედი ხელისუფლების საამებლად განმარტავს, რისთვისაც მას პროქტოპოლიტოლოგი უწოდეს (ბერძნ. proktós-დან - უკანა ხვრელი). ერთადერთი, ვინც ის სათოფეზე არ გაიკარა - ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე ცინცაძეს სულელი უწოდა, თუმცა ეს უკანასკნელი ურცხვად ცდილობს პრემიერის მთაწმინდის სასახლეში და მის მიერვე დაარსებულ პოლიტოლოგთა კლუბში შეღწევას.

2005 წელს, თოქშოუ “პოზიციის“ მსვლელობისას ტელეარხ “კავკასიაზე“, რომელიც მის სტუდენტ დავით აქუბარდიას ეკუთვნის, პროქტოპოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა - “საქართველო ცალი ფეხით უკვე ნატოშია!“, - და ვერც შეამჩნია, რომ თვითონ უკვე ორივე ფეხით იმყოფება პოლიტიკურ მორგში.

გუშინ კი ცინცაძემ, 17 მაისის მოვლენების (ლგბტ-აქციის და წარუმატებელი ფლეშმობის) კომენტირებისას გაზეთ “ალიას“ განუცხადა: ერის განადგურებას და გენოციდს მირჩევნია რუსული კურსი! ამას პირველად ვამბობ ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ევროპა პედერაზმის პრობლემას უძლებს, მაგრამ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ამას ვერ გაუძლებს...

თუ ასე წავა პროცესები, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ 20-30 წლის შემდეგ მწარმოებელი, ნამდვილი ბავშვის დამბადებელი მამაკაცები თითზე ჩამოსათვლელები იქნებიან. 

მთელი ერი რომ გავპედერასტდეთ, ნატოში ახლო მომავალში მაინც არავინ მიგვიღებს, თუ ვინმეს ამის იმედი აქვს. აქ სხვა რაღაცაა საჭირო, პირველ რიგში - რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“.

aq-soso-qvem