უცხოეთი
ჯიგურდა არბატზე ბიუსტჰალტერით გამოჩნდა

jigurdaსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. სკანდალურად ცნობილი მსახიობი ნიკიტა ჯიგურდა არბატზე ბიუსტჰალტერითა და მოკლე ქვედაბოლოთი გამოჩნდა. ასე დასეირნობდა იგი მოსკოვის ცენტრში მას შემდეგ, რაც ჯგუფ ‘ნა-ნას“ პროდიუსერ ბარი ალიბასოვთან სანაძლეო წააგო.

ნიკიტა ჯიგურდამ და ბარი ალიბასოვმა სანაძლეო დადეს „ევროვიზია -21013“-ის მონაწილე დინა გარიპოვაზე. ჯიგურდას თქმით, გოგონა გაიმარჯვებდა, ალიბასოვი კი დარწმუნებული იყო, რომ - ვერა. წაგებული არბატზე ბიუსტჰალტერით უნდა გამოჩენილიყო, გამარჯვებულს კი მის გვერდით ფრაკში გამოწყობილს ევლო.