უცხოეთი
საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ორშაბათს მახაჩყალაში ორმაგი ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.
ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და მედიკოსთა ბრიგადა.
სამართალდამცავ ორგანოებში არ გამორიცხავენ, რომ ბოევიკებმა სპეციალურად მოაწყვეს პირველი აფეთქება, რათა სამართალდამცავების ყურადღება მიეპყროთ. როცა ტერაქტის ადგილას ოპერატიული ჯგუფი მივიდა, ამოქმედდა მეორე ბომბიც. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომელი და სასამართლო ბოქაულები.