საზოგადოება
ყაზბეგი-ლარსის ავტომაგისტრალი პარალიზებულია

yazbegi-larsყაზბეგი-ლარსის ავტომაგისტრალზე ძლიერმა წვიმამ კლდე ჩამოშალა, რაც გზის მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ სრულადაა შეწყვეტილი გადაადგილება, ნაშალი 500 ტონამდეა და მგზავრები გზის გაწმენდას ელოდებიან.

სამუშაოებს ხელი გუშინ ძლიერმა წვიმამ შეუშალა.

შექმნილი სიტუაციის გასანეიტრალებლად დღეს ყაზბეგში ამფეთქებელთა სპეციალური ჯგუფი ჩავა, რომელიც ჩახერგილ კლდის ნაშალს სპეციალური ნივთიერებით ააფეთქებს.