პუბლიკაციები
თამარ ივერი:"ბატონო ელჩო– მიმიფურთხებია თქვენი ნატოსთვის, ვინც მაიძულებს ამ ყოველივეს შევეგუო "

analitika-3-iveriსაქართველო, 20 მაისი. საქართველო. საოპერო სცენის ვარსკლავმა -  მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანომ თამარ ივერმა (ჯავახიშვილმა) საკუთარ ბლოგზე  17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მომღერალი აქვეყნებს წერილს სათაურით "გამაოგნა გუშინ პრეზიდენტის ცალსახა, შავთეთრმა განცხადებამ". რომელსაც უცვვლელად გთავაზობთ:

„გამაოგნა გუშინ პრეზიდენტის ცალსახა,შავთეთრმა განცხადებამ "არიქა,თავი მოგვეჭრა,ევროპა და მსოფლიო ჩვენზე რას იფიქრებს,წლების მანძილზე ძლივს მივაღწიეთ ევროპის ოჯახში გაერთიანება"ო.

ბატონო პრეზიდენტო,გასაგებია რომ წლების მანძილზე დასავლეთის,განურჩევლად მისი კარგის თუ ცუდის გუნდრუკის კმევით არ იღლებოდით და არც ახლა იღლებით მაგრამ პირადად მე,ადამიანი რომელიც ყველანაირ ძალადობას ვგმობ,ბევრი გეი მეგობრები თუ ახლობლებიც მყავს....გუშინ,აბსოლუტურად ამაყი ვიყავი იმ ფაქტით თუ რა გვარიანად შეაფურთხა ქართულმა საზოგადოებამ გუშინდელ თქვენი (და არა მხოლოდ თქვენი) გუნდის ხელშეწყობით გამართულ აქციას.აპატიეთ ერს,რადგან აქციის ორგანიზატორებს ამჯერადაც კოვზი არა ნაცარში არამედ....სოფლის ტუალეტების ფსკერზე რომ მასაა იმაში ჩაუვარდათ. თუ ვინმე თქვენს მიერ უცხოეთში "შებმულ" ფრენკს ან ჯონს "მაყუთის" და ინვესტიციის ჩადება სურს საქართველოში....კი ბატონო,ჩადოს.თავადაც იხეირებს და ჩვენს ქვეყანასაც ახეიროს მაგრამ ერთს გთხოვთ....გამალებული ნუ ეწევით საქართველოს ხალხის მენტალიტეტში დასავლეთის "ფეკალური მასების" შემოტანა-პროპაგანდას. ნუ გსურთ ეს მასა ლამაზ პაკეტში შეფუთოთ,შანელის სუნამო მოაპკუროთ და ხალხს იგი სამკურნალო,გამაჯანსაღებელ ტალახად წარმოუჩინოთ.რაც არ უნდა ეწყინოს "მეგობარ დასავლეთს",საბედნიეროდ,ქართველმა ხალხმა გენიალურად იცის რა ხილი ჭამოს დასავლეთის მიერ შეთავაზებული მენიუდან და რა არა.ისევე როგორც ამას ჩემი პატარა ძაღლი ხვდება.

რას იზამთ,ასეთი უზრდელი და მოძალადეა ქართველი ერი რომელსაც თქვენსავით მიკროფონიანი ტრიბუნის აქეთ იქეთ გორიალი,გრძელი სიტყვები და "ძიპლამაწიჩნი" საუბარი არ ეხერხება.რა ამბავიც არ მოსწონს....იმ ამბავს მოკლედ და კონკრეტულად "ყბაში ადებს"!!!! ხშირად კი ,სწორედ რაღაც მოვლენებისადმი "ყბაში მოდებაა" საჭირო რომ მომავალში,როგორც ერი უფრო დაფასდე და ანგარიში გაგიწიონ. დღეს კიდევ,ბატონმა ამერიკის ელჩმა განაცხადა,ვინც გუშინ აქციას არბევდა ის ხალხი ნატოს წინააღმდეგიაო. არა,ბატონო ელჩო:გუშინ ვინც აქციას არბევდა ის ჯერ კიდევ თქვენგან გაურყვნელი "სუფთა სისხლის" ქართველი ახალგაზრდები იყვნენ. არ დამავიწყდება აკანკალებული ახალგაზრდა ბიჭი რომელმაც ტელეკამერაში განაცხადა."ხალხნო,50 კაცისთვის ათიათასი კაცი გამოვედით ქუჩაში,რადგან სახლში 5 წლის ბიჭი მეზრდება და მისი გონების შებილწვას არავის შევარჩენო". ჩემის მხრიდან კი გეტყოდით ბატონო ელჩო რომ მიმიფურთხებია იმ თქვენი ნატოსთვის ვინც მაიძულებს ჯერ ამ ყოველივეს შეეგუე,ნება დართე,გააპიარე და მერე მიგიღებთო. ასეთი შეიძლება 20,30 და თუნდაც 100 კაცი გამოერიოს თქვენდა საამებლად, მაგრამ მთელ ერს ამ გზით ნატოში მისაღებად ვერ წაკ...ზავთ!!! საქართველო ნატომდეც და საერთოდ ამერიკის სახელმწიფოს შექმნამდეც ბევრი საუკუნით ადრეც მშვენივრად არსებობდა.

რას ვიზამთ ბატონო პრეზიდენტო,ასეთი უზრდელი და ყბაში მომდები ახალგაზრდობა რომ გყავთ.ალბათ,სწორედ იმიტომ ვართ ასეთი უძლიერესები რაგბიში,ძიუდოში,ჭიდაობაში,სამშობლოს დაცვაში და ყოველივე კაცურში,რითიც ასე ამაყობთ ხოლმე. ქართველი კაცი ოდიდგანვე ვაჯკაცობის სიმბოლო იყო და მისი განუყრელი ატრიბუტი ცოხა და ხმალ-ხანჯალი იყო.და თუ ეს ყოველივე გრძნობა ჩაკალით მათში...მაშინ რისი მიღწევა გსურთ??ირაკლის,გიორგის,ზურაბის ნაცვლად ...თბილისი სამომავლოდ,ლუი ვუიტონის ჩანთებ გადაკიდებულ,დოლჩე&გაბანას ფეხსაცმლიან,კრისტიან აუდიჟეს მაიკებიან,მანიკურებიან და ლორეალის გელით ვარცხნილობადაყენებულ იკაკო,გიკაკო,ზუკაკოებს დავუთმოთ?? და ამ ხალხის მასების გაზრდით და ხელშეწყობით აპირებთ მომავალში ჯარის გამაგრებას,რაგბის თუ ჭიდაობის ოლომპიადების მოგებას,ავღანეთის სამშვიდობო ჯარებში გაგზავნას და სხვა თუ არაფერი სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებას?? ამ კატეგორიის ბიჭუნებს სოხუმისთვის ბრძოლას სან ტროპეში და ნიცის პლაჟებზე დასვენება რომ ურჩევნიათ ეგეც კარგად იცით.

ასეთი აქციების თქვენს და თქვენი გუნდის მიერ კბილით დაცვას...არ ჯობია ისეთი აღლუმები და ღონისძიებები მოიფიქროთ რაც ხალხს პირიქით განტვირთავს და განსწმენდს?? ევროპისგან რაღაც კარგი გადმოიტანეთ თქვე დალოცვილებო,მაგალითად,ჯანმრთელობის დღე,სადაც მოეწყობა ხალხის რბოლა მარათონი,გადაიკეტება მთელი რუსთაველი და თავისუფლების მოედანი და დახლებზე გაიყიდება მხოლოდ ჯანსაღი საკვები და სპორტული ინვენტარი. ბავშვთა დღე,სადაც ასევე გამოტანილი იქნება დახლებზე უამრავი სათამაშო,საჭმელები სანახაობები,ატრაქციონები...ბავშვთა გასართობად მოარული მიკი მაუსის თუ სხვათა დიდი თოჯინები,ღია საბავშვო სპექტაკლები.თეატრში მოეწყოს გრანდიოზული OPEღNBALL ები როგორებიც არის ევროპაში,სადაც ხალხი მთელი წელიწადი ემზადება და ულამაზეს გრძელ საღამოს კაბებს ყიდულობენ,მამაკაცები კი სმოკინგებს და ფრაკებს რომ ოპერის თეატრში ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე შტრაუსის ვალსების და გალა კონცერტის თანხლებით....ცხენების ეტლებით,წითელი ხალიჩით შებრძანდნენ თეატრში და დატკბნენ ცეკვით,კონცერტით,ერთმანეთის ნახვით,ბუფეტით. ასევე შესანიშნავი იქნებოდა,წელიწადში ერთხელ "რეტრო დღე",სადაც ყველა,ქალაქის გადაკეტილ ცენტრში ქართული ჩოხებით და ქართული კაბებით ივლიდა,იქნებოდნენ ყარაჩოხელები,კინტოები რეტრო სუფრები,ცხენები,ეტლები,ტელევიზიით მხოლოდ ძველი ისტორიული გადაცემები....რომ რაღაცით ხალხს და ახალგაზრდობას ერთი დღით....აი,იმ ილიას და აკაკის ეპოქაში გვერგძნო თავი.ასევე ცხოველთა გამოფენები,შეჯიბრებები,ატრაქციონები.შეიძლება ბევრისთვის უკვე სულელურ ოცნებებში გადავედი მაგრამ,მოდით რა ეგ მილიონები ხალხის ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად და მათი უბადრუკი ცხოვრების ოდნავ მაინც გასალამაზებლად დახარჯეთ და არა მხოლოდ რაღაც პეპელასავით 2 დღიან და მერე მტვერში ჩაგდებულ პროექტებზე ან ასეთ აქციების ხელშეწყობაზე.მაგრამ....კეთილი პროექტი ხალხს აერთიანებს და რათქმაუნდა უფრო სარფიანია რაღაც ისეთი ინტრიგა რაც ხალხს ააწრიალებს და აგრესიას ჰშობს. ჩემს გეი მეგობრებს საქართველოში ჩემგანაც და ხალხისგანაც სრული კომფორტი აქვთ.მათ არავინ არ ზღუდავთ,უფრო მეტიც,ბევრად უფრო დახვეწილი,რაფინირებული გემოვნება და ხასიათი და მანერები აქვთ ვიდრე ქართველ ბიჭებს მაგრამ...ეს ყოველივე ხომ მაინც სექსუალური გადახრაა და ძალიან ღრმა და დიდი ისტორიის მართლმადიდებლურ საქართველოში მას არ სჭირდება პარადები,ფეიერვერკები,ბუშტები,აგიტაცია/პროპაგანდა და ძახილი რომ რა მაგარი,უფრო მეტად ცივილიზებული,გამოსული ჩOOL ხალხი ვართო. ეს ყოველივე ბავშვების ფაქიზ ბუნებაზე დამანგრევლად მოქმედებს,მით უმეტეს რომ სამედიცინო თვალსაზრისით გეი-დ 50 ადამიანიდან დიდი დიდი 3 იბადება,დანარჩენებს იგი სწორედ მოდის აყოლის და რაღაც გარკვეულ ასეთ წრეში შესვლის შემდეგ უბრალოდ შეძენილი აქვს.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი გულისტკივილით აღვნიშნავ იმას რაც გუშინ მოხდა.რათქმაუნდა ძალადობას გამართლება არ აქვს. მამაოების ადგილიც ვფოქრობ რომ უფრო ეკლესიაშია მაგრამ ფაქტი ის არის რომ სიმსივნის მეტასტაზები ჩანასახშივე უნდა მოიკვეთოს და მედიცინაში ამისათვის ყველა ხერხი მიღებულია. თუ დღეს დახუჭავ თვალს....ხვალ ერთსქესიან ქორწინებას მოითხოვენ,ზეგ ბავშვების აყვანას და ნამდვილად არ მსურს საქართველო,სადაც მუდამ ასე მომიხარია....ამსტერდამის კვარტალებს დაემსგავსოს. ბატონო პრეზიდენტო,თავადაც ორი ბიჭის მამა ბრძანდებით და ალბათ სურვილი გაქვთ შვილებმა კაცურად გასახელონ ცხოვრებაში(ანდა,მაპატიეთ მაგრამ ვინ უწყის,იქნებ იმდენჯერ გაქვთ ოჯახთან ერთად მოვლილი ჰოლანდიის და ამსტერდამის წითელი კვარტალები რომ ვაჟების ნებისმიერი "გადახრილი"გადაწყვეტილება სრული ტოლერანტული სიმშვიდითაც მიიღოთ)თქვენი ოჯახი რათქმაუნდა თქვენი ციხესიმაგრეა მაგრამ ქართული,ტრადიციული ოჯახები ასე არ ფიქრობენ და ძალიან გთხოვთ ქართველი ხალხის მენტალიტეტს ნუ აზიანებთ და "სუფის ჩამჩით" თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ნუ ატენით ხალხს პირში დასავლეთიდან წამოსულ ფეკალიებს. მიაღწია მავანმა საწადელს. 50 აწივლებული მოაღლუმესათვის...უკვე ხალხი არაადეკვატურად იწერება ამ საიტზე"აღარ მინდა მართლმადიდებლობა","მაგ მამაოებთან აღარ შევალ ტაძარში" "საერთოდ,კათოლიციზმი უნდა მივიღო" და ასეთი განცხადებები.კი, მავანმა მიაღწია საწადელს ,მე კი იმ ქართველისა რა ვთქვი ვინც 50 შეკრებილი,თუნდაც დარბეული მოაღლუმესათვის რომ თავის რელიგიას დაუპირისპირდება. ეგეთი სულით მერყევი ადამიანების ადგილი მართლა არ უნდა იყოს მართლმადიდებლური სამყაროში. ყველამ მაპატიოს თუ სტატუსი ზედმეტად "თავხედური და ხმამაღლა ნათქვამი" გამომივიდა.სადაც საჭიროა დიპლომატიურ საუბარსაც ვერავინ მასწავლის.ჩემს სტატუსს კი ვინც ჩემზე გაბრაზდა...დიდი ილიას ლექსით დავასრულებ:

" ჩემზედ ამბობენ, ის სიავეს ქართლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს - ეს ხომ ცხადი სიძულვილია!

ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე იგრძნობს,

ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია!"

პატივისცემით,
თამარ ივერი