საზოგადოება
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ზუგდიდში ტყეში მოკრეფილი სოკოთი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 6 ჯარისკაცი მოიწამლა. ისინი ზუგდიდიდან თბილისში რეანომობილით გადმოჰყავთ.
სოკოთი მოწამლული 2 სამხედროს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მოათავსებენ, ხოლო დანარჩენ 4 მოწამლულს ე. წ. მიხაილოვის საავადმყოფოში მიიყვანენ.
რესპუბლიკის საავადმყოფოს მთავარმა ტოქსიკოლოგმა თემურ კობიძემ საქინფორმს განუცხადა, რომ ჯარისკაცების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზუგდიდიდან თბილისში მათი რეანომობილებით გადმოყვანა აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ გართულდებოდა.