საზოგადოება
ზურაბ ჯაფარიძეს პრეზიდენტობა სურს

axali-kandidatiსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი გაუჩნდა. პარტიაში მერაბიშვილთან, ბაქრაძესა და ბარამიძესთან ერთად, პრაიმერში მონაწილეობის მისაღებად ჯაფარიძის კანდიდატურაც განიხილება.

ჯაფარიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მისი თანაპარტიელი სერგო რატიან აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძე ძალიან კარგი ფიგურა, მყარი პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანია. ის არის ახალი სახე და პრაიმერის მნიშვნელოვანი მონაწილე იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის  „ნაციონალური მოძრაობის“  საპრეზიდენტო კანდიდატები არიან: ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძე.