უცხოეთი
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა უარი თქვა ხუთი სახეობის კონიაკის რეგისტრაციაზე, რომელთა ექსპორტი რუსულ ბაზარზე ქართულ კომპანიას სურდა.
ონიშჩენკოს განცხადებით, მისმა უწყებამ უარი თქვა "ასკანელი ძმების" მიერ წარმოდგენილ ხუთი სახეობის კონიაკის რეგისტრაციაზე, თუმცა აღნიშნული კომპანიის 9 სახეობის ღვინო დარეგისტრირდა.
ამასთან, ონიშჩენკოს განცხადებით, უწყება მალე "ბადაგონისა" და "ბატონოს" მიერ წარმოდგენილი პროდუქციის რეგისტრაციას დაასრულებს.