"საინტერესოა, როგორ გახდა საგანელიძის ძმისშვილი კეზერაშვილის სადაზღვევო კომპანიის დირექტორი?!"
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრიორიტეტად გამოცხადებული შელახული ადამიანის უფლებების აღდგენა ჯერ-ჯერობით ყველა მიმართულებით ისევ საოცნებოა.Geotimes.ge. ადამიანის შელახულ უფლებებზე სასაუბროდ, ყოფილი სახალხო დამცველს, ჟურნალისტსა და პუბლიცისტ ნანა დევდარიანს დაუკავშირდა. ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოებზე საუბრით დავიწყეთ:
ნანა დევდარიანი: “ამას უნდა მიეცეს ორგვარი შეფასება: ერთი სამართლებრივი შეფასებაა, რადგან ეს პირდაპირი დარღვევაა კონსტიტუციის, ჩვენი კანონმდებლობით პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. მეორე არის მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა. ჩვენი ძველი ხელისუფლების ამბავი ყველამ ვიცით. ისიც კარგად ვიცით, რომ აცრილები არიან ზნეობაზე და მორალზე, ამდენად მაგათგან არაფერი არ არის გასაკვირი. მე გამოვრიცხავ, რომ ახალი ხელისუფლება ავრცელებდეს ამას. როგორც ჩანს, ხელისუფლებას თვითონ აქვს მასალები, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი აქვთ შენახული და იყენებენ დღეს ამას. უნდა გამოიძიონ ეს ყველაფერი, როგორ და რანაირად მოხდა”.- გიორგი ფარესაშვილი ახლანდელ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს კადრების გავრცელებაში, ამას გამორიცხავთ?-ვერ გეტყვით მას რა საფუძველი აქვს ახალ ხელისუფლებას დაადოს ხელი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამას აკეთებენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები. ახალს რაში უნდა სჭირდებოდეს? ვერ ვხედავ ლოგიკას.- როგორც თავად ამბობს, კომპრომატები აქვს გელა ხვედელიძის, ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის წინააღმდეგ...-ამას ლაპარაკი კი არ უნდა გამოქვეყნება უნდა. მაგრამ თუ ასეთივე შინაარსისაა, მაშინ ისიც ისეთივე კანონდამრღვევი გამოვა და ზნეობასთან ძალიან შორს იქნება. თუ რეალურად კომპრომატები არსებობს, მან ეს უნდა გამოაქვეყნოს. თვითონაც დაცული იქნება და საზოგადოებასაც აქვს უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია.-ქალბატონო ნანა, თქვენ სამართლიანობის აღსადგენად, ბიზნესწართმეულებს სტრასბურგში სარჩელის შეტანა ურჩიეთ, ასევე ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის ბიზნესგარიგებებზე საუბრობთ...- ერთი რაც გავარკვიე და ყველამ გაიგო, არის ის რომ კეზერაშვილის კუთვნილ სადაზღვეო, „არქიმედე გლობალ ჯორჯიაში „ დირექტორის თანამდებობაზე აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ძმისშვილი. საინტერესოა როგორ მოხდა ეს? ამაზე განმარტება მე რამდენადაც ვიცი არ გაკეთებულა ხელისუფლებისგან.ფართო საზოგადოებამ ასევე არ იცის კეზერაშვილმა, როგორ გაყიდა სხვა ბიზნესები, ერთ-ერთ კომპანიაში მან აქციები ოთხჯერ გაყიდა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ბოლო მყიდველი იყოს კეთილსინდისიერი, მას შეუძლია თქვას, რომ არავითარი კავშირი არ აქვს წინა მყიდველებთან. კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა კი ფაქტობრივად გამორიცხულია და საბოლოოდ ძალიან გართულდება სამართლიანობის აღდგენა. ფაქტია გარკვეული ადამიანების ხელშეწყობის გარეშე კეზერაშვილი ამას ვერ მოახერხებდა.ამას ყველაფერს უნდა გამოძიება. სხვათაშორის ეს ერთეული შემთხვევა არაა. ასევე პროკურატურაში ათასობით საჩივარია შესული ძველ საქმეებზე, ბიზნესმენების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, საკუთრების უფლებაა დარღვეული. თან იმის ცენზის დაწესება, რომ დავუშვათ 100000-ის ზემოთ წართმეულს დავაბრუნებთ, არასწორად მიმაჩნია.ადამიანისთვის, რომელსაც შეიძლება ერთი ჯიხური წაართვეს და ის იყო მისი ერთადერთი საარსებო წყარო, სამართლიანობის აღდგენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმისთვის ვისი ქონებაც ასიათასიათასს აღემატება.სტრასბურგამდე მიღწევის პროცედურა ცოტა რთულია, ჯერ ადგილობრივი მართლმსაჯულების სისტემის შესაძლებლობები ამოწურული უნდა გქონდეს.არადა დღესდღეობით სულაც არაა გამოძიებისთვის დასაბუთება რთული. ღამის ოთხ საათზე ერთი და იგივე ნოტარიუსთან როცაა გადაფორმებული ქონება, ის პირი კი ვინც გადააფორმა იყო პატიმრობაში, ამას კიდევ რამე ფაქტები სჭირდება? ეს ხომ მარტივია, ელემენტარულია, რომ ძალადობით და ზეწოლით მოხდა ქონების მითვისება. თუ არ გათავისუფლდა მართლმსაჯულება პოლიტიკური გავლენებისგან, მაშინ არცერთ საქმეს პერსპექტივა არ აქვს, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს თვეებია. თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა სტრასბურგი საუკეთესო საშუალებაა, რომ როგორმე ადგილობრივი უწყებები აიძულონ ბიზნესმენებმა საქმის დასაძრავად.-ქალბატონო ნანა, შესაძლოა ახალ ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომელთაც სამართლიანობის აღდგენა არ აწყობთ და გარკვეულ გარიგებებში შედიან ყოფილ ჩინოვნიკებთან...-არ გამოვრიცხავ, ადამიანები არიან ძალიან სხვადასხვანაირები, ერთ კოალიციაში არ შეიძლება ყველა ფრთაშესხმული ანგელოზი იყოს, იქაც არიან პატიოსანი ადამიანები და ასევე ისეთები, რომლებიც უარს არ იტყვიან რაღაცაზე ხელი მოითბონ. ამას უნდა საზოგადოების კონტროლი. ჩვენ ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ და ველით ოქტომბრის არჩევნებს და ამ სასამართლო რეფორმას. თორემ გაღიზიანება საკმაოდ მაღალია ხალხში, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ პროცესები ადგილიდან არ იძვრება.-რაც შეეხება შრომის კოდექსს, ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს ამ მხრივაც ... ახალ შრომის კოდექსზე კი, როგორც ჩანს, მთავრობაშიც არაა ერთიანი პოზიცია...- ჩვენი შრომის კოდექსი აღარაფერს არ გავდა „ნაციონალების“ ხელში, ფაქტობრივად დამქირავებელს ჰონდა აბსოლუტურად ყველაფრის უფლება, დაქირავებული ადამიანის უფლებები კი იყო ფეხქვეშ გათელილი. რაღა შორს მივდივართ, ავიღოთ მაგალითისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, იქ ჟურნალისტებს აქვთ ერთთვიანი კონტრაქტები, ეს ხომ წარმოუდგენელია. ადამიანი ზის და სულ ფიქრობს, მომავალ თვეში ან გამიგრძელებენ კონტრაქტს და ან არა. საერთოდ უშვებდნენ სამსახურებიდან ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. რადგან არ იყო კანონით ვალდებული დამქირავებელი, უბრალოდ ეტყოდნენ აიღე ქუდი და წადიო დაქირავებულს.ამდენად, ის ცვლილებები რაც შევიდა არის პოზიტიური. განსხვავებული შეხედულებები მინისტრებში იმიტომ არის, რომ ვიღაცისთვის დაქირავებულთა უფლებები უფრო მნიშვნელოვანია და ვიღაცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი. ეს იდეოლოგიური საკითხია. როდესაც საუბარია თავისუფალ ბაზარზე, ე.წ. ვაშინგტონის კონსესუსზე, იმ რიგანომიკაზე და ტეტჩერის ეკონომიკაზე, უნდა შეგახსენოთ, რომ ტეტჩერით სწორედაც უკმაყოფილოები იყვნენ და აიძულეს გადამდგარიყო, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი მიდგომები ქონდა პროფკავშირების, იგივე ეკონომიკის მიმართ და ა. შ.მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ საზოგადოებამ არ იაქტიურა და მთავრობამ არ იგრძნო, რომ მწვავე რეაქციებია ხალხში, ყველა მიდრეკილია სიზარმაცისკენ და იმისკენ, რომ იყვნენ კომფორტულად თვითონ. ყველა მთავრობა, მთელ მსოფლიოში ასეა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, საზოგადოება აძლევს თუ არა ამის საშუალებას.-თუმცა სტუდენტების მოთხოვნა შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, საბჭოთა ეპოქას და როზა ლუქსემბურგის ოცნებას შეადარეს..-ასეთი სპეკულაციები იყო და ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ეს ვითომ ლიბერალური ეკონომიკის და თავისუფალი ბაზრის მომხრეები სასაცილოდ იგდებენ ამ მემარცხენე თემატიკას. ეს არ არის საცინად ასაგდები. დაუკვირდით რა ხდება, ჩვენ ვიყავით სოციალურად დაცული საზოგადოება, ვიდრე დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი, მერე შემოვარდა კაპიტალიზმი, ისეთი კი არა როგორიც მაგალითად საფრანგეთშია, შვედეთში ან დანიაშია. შემოვარდა რაღაც მგლური კაპიტალიზმი, რომელიც სამასი წლის წინ იყო ევროპაში, ადამიანი დარჩა აბსოლუტურად დაუცველი, ამ კაპიტალისტური სისტემის წინაშე. დღეს სიტყვა კაპიტალიზმის ხსენება არ უყვართ ხოლმე, მაგრამ კაპიტალიზმი არსებობს და მეტიც, ჯერ კიდევ ლენინმა თქვა, რომ იმპერიალიზმი არის მისი ბოლო სტადიაო. და ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ეს პროცესები დაწყებულია, მათ შორის ამერიკაში.ადამიანები თავის უფლებებს თვითონ უნდა იცავდნენ, ნუ გონიათ რომ ვიღაც კეთილი მეფე მოვა და ის დაიცავს მათ უფლებებს, ასეთი ფენომენი ბუნებაში არ არსებობს.
http://www.for.ge/view.php?for_id=23455&cat=9