კერძოდ, ითქვა, რომ შეხვედრას, რომელზეც გიორგი ფარესიშვილის მეგობარს ლაშა ამირეჯიბს ზემოხსენებული ფარული ჩანაწერის შესახებ ესაუბრებოდნენ და მისი გასაჯაროებით ემუქრებოდნენ, გელა ხვედელიძესთან ერთად ესწრებოდა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი”.
“რუსთავი-2”-ის ეთერში გადაიცა ამ შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც გიორგი მამაცაშვილის ხმა საუბრობს, რომ თითქოს, ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები ჯერ კიდევ 2011 წელს “შემოაგდეს “ასავალ-დასავალის” რედაქციაში”.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:
1.Gგიორგი მამაცაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, აღარ არის ჩვენი რედაქციის თანამშრომელი და მისი სტატიები ზედიზედ რამდენიმე ნომერია, “ასავალ-დასავალის” ფურცლებზე აღარ გამოქვეყნებულა, ანუ, იმ პერიოდისათვის, როცა ზემოხსენებული აუდიოჩანაწერია გაკეთებული, გიორგი მამაცაშვილი აღარ იყო “ასავალ-დასავალის” თანამშრომელი.
2. ინფორმაცია, თითქოს გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები ჯერ კიდევ ორი წლის წინათ “შემოაგდეს “ასავალ-დასავალის” რედაქციაში”, სინამდვილეს არ შეესაბამება და Mმსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
დასასრულ, ვაცხადებთ, რომ “ასავალ-დასავალი” კატეგორიულად გმობს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებას და მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უკომპრომისო გადაწყვეტილებას მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.