სამართალი
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს.
2011 წელს, IDFI-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე უკვე ირიცხებოდა 10 სატრანსპორტო ერთეული, აქედან 1 პერსონალური სარგებლობისთვის, 4 სამსახურებრივი მიმოსვლისთვის და 5 - ოპერატიული და სპეცდანიშნულების.
„საინტერესოა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა სრულიად ახალი, 100 000 ლარის ღირებულების ავტომანქანის შეძენა“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.