საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. კონსტრუქციული მრავალი პოლარულობა გეოპოლიტიკური პარადიგმების ქაოსური ცვლილების წინაამღდეგ - ამ და სხვა მრავალი საკითხის შესახებ ისაუბრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა ქ. ასტანაში ევრაზიის მე–11 ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, პოლიტიკოსების, მასმედიის წარმომაგენლების და მოწვეული ექსპერტების, 46 ქვეყნიდან მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.
თავის გამოსვლაში ყაზახეთის ლიდერმა ასევე შეეხო ისეთ საჭირბოროტო საკითხებსაც როგორიცაა, ავღანეთის წყობა 2014 წელს კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ, სიტუაცია ცენტრალური აზიის რეგიონში, ევრაზიის კავშირის პერსპექტივები და ყაზახეთის ეკონომიკური განვითარება. ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტის გამოსვლის უდიდესი ნაწილი დაეთმო მასმედიის სფეროში სიტუაციის შეფასებას და ახალი ტრენდების განვითარების პერსპექტივებს.მასმედია – მასიური ინოვაციების საშუალებები
ყაზახეთის პრეზიდენტის აზრით XXI საუკუნეში მედია სფეროს მნიშვნელობა მკვეთრად იზრდება. მედია სფერო ხდება არამარტო გარშემო სამყაროში მომხდარი მოვლენების ტრანსლატორი, არამედ უმეტეს შემთხვევაში ის ერთ–ერთი წამყვანი სუბსტანციის ძალას იძენს, რომელიც განაპირობებს ამ მოვლენების განვითარების პროცესს ცალკეულ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში.
„უდავოდ, მასიური ონლაინ ჟურნალისტიკა წარმოადგენს მასმედიის განვითარების ახალ ეტაპს. ის პრაქტიკულად შეუზღუდავ შესაძლებლობებს იძლევა მასმედიის განვითარებისათვის,“ აღნიშნა ნაზარბაევმა. პირველ რიგში, ექსპერტების შეფასებით უახლოეს მომავალში კომუნიკაციები და მედია შეადგენენ განვითარებული ქვეყნების შიდა პროდუქტის 70%. ეკონომიკის სხვა სფეროებში განვითარებული დაღმავალი და სტაგნაციური მოვლენების მიუხედავად მედია ბაზარი იზრდება თანმიმდევრულად, უმეტეს წილად სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდის გამო.
მეორე, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში სავარაუდოა ინტერნეტში შესვლის სამომხმარებლო ხარჯების ზრდა მსოფლიო მასშტაბით, შესაბამისად ინტრერნეტის კონტენტის შექმნის და გამოყენების ხარჯები საშუალოდ შეადგენს 9 პროცენტზე მეტს. და მესამე – მასმედია შედის კონტენტის „ერაში“, რომელსაც არეგულირებს უშუალოდ ინფორმაციის მომხმარებელი. ეს ქმნის ახალ სიტუაციას ელექტრინული და ბეჭდვითი მედისათვის.
ყაზახეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა მსჯელობა ბეჭდვითი გამოცემების შესაძლო გაუჩინარების შესახებ, ან როგორც ამბობენ „გუტენბერგის ეპოქის დასასრულის“ შეხახებ ნაადრევია. გაზეთები და საგამოცემლო საქმე არ გაუჩინარდება უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.
ისე როგორც თეათრი არ გაუჩინარდა კინოს გამოჩენის შემდეგ; კინო და რადიო – ტელევიზიის გამოჩენით; რადიო და ტელევიზია – ინტერნეტის გამოჩენით. საინფორმაციო სფერო თანამედროვე კულტურის განუყოფელი ნაწილია მის გლობალურ და კონკრეტულ განზომილებაში.
„ზუსტად ამ პოზიციიდან ყაზახეთში ჩვენ განვიხილავთ მასმედიის განვითარების პერსპექტივები, მათში ჩვენ ვხედავთ ჩვენი საზოგადოების განმტკიცების მნიშვნელოვან ფაქტორს, ჩვენი ქვეყნის მტკიცე წინსვლის უზრუნვეყოფის გზას,“ დასძინა ნაზარბაევმა. ამ მხვრივ ნიშანდობლივია რომ სახელმწიფო პროგრამა „ინფორმაციული ყაზახეთი – 2030“ გახდა პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა ყაზახეთში 2012 წლის დეკემბერში გამოცხადებული სტრატეგიის–2050 შემდეგ. აღნიშნულ პროგრამაში დასახულია ყაზახეთის მედია სივრცის ტექნიკური და შინაარსობრივი მოდერნიზაციის მასშტაბური ამოცანები, მისი გარდაქმნა XXI საუკუნის გლობალურ სამყაროში ყაზახეთის საზოგადოების კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელოვან მიქანიზმად. „მთლიანობაში მედია სფეროს როლის ზრდა განაპირობებს ახალი მასმედიის შექმნას, რომელსაც დავარქმედვი „მასიური ნოვაციების საშუალებები“, რომლებიც აყალიბებნ განვითარების მაღალ სტანდარტებს არამხოლოდეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში, სოციალურ ცხოვრებაში, საზოგადოების სულიერ და ზნეობრივ მდგომარეობაში. ამაში ვხედავ ეროვნული და გლობალური მასმედიების მთავარ მისიას XXI საუკუნეში,“– განაცხადა ნაზარბაევმა.
ცენტრალური აზია – არ არის ღვთისაგან დავიწყებული გარეუბანი, არამედ ის არის მთელი მსოფლიოს დინამიურად განვითარებადი რეგიონი.
ცენტრალური აზიის რეგიონი, როგორცს სამყარო მთლიანობაში, შედის ცვლილებების ეპოქაში. ამასთან დაკავშირებით რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკა, განსაკუთრებით მომავალი ათწლეულის მის გლობალურ განზომილებაში ძალზედ აქტალურია.
„პირდაპირ ვიტყვი, მე არ ვემხრობი „კატასტროფულ თეორიებს“, რომელიც სხვადსხვა მხრიდან გვესმის. მე აბსოლუტურად არ ვთვლი რომ უკვე ჩართულია ათვლის წამზომი, რომელიც 2014 წელს მიუახლოვებს რეგიონს „საათ Х–თან“, როდესაც დასრულდება საერთაშორისო კოალიციური ძალების ოპერაცია ავღანეთში. დარწმუნებული ვარ, არაფერი კრიტიკული არ მოხდება. თუმცა არსებობენ ამის მსურველები ან ამ სცენარით შესინების მსურველები“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ნურსულტან ნაზარბაევის აზრით ცენტრალური აზიის რეგიონის დღევანდელ გარე აღთქმაში არის წარსულის ინერცია, რომელიც იგრძნობა ანალიტიკოსების, პოლიტიკოსების და მასმედიის ზოგიერთ წრეში დამკვიდრებული აზროვნების ჯერჯერობით გადაულახავ არქაიკულ სტერეოტიპებში.
პირველ რიგში, ზოგიერთი ვერ ხედავს ან არ უნდა ცენტრალური აზიის რეგიონის ახალი რეალობის დანახვა, რომელიც არ არის იგივე რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ცენტრალური აზია არ არის „ღვთისაგან დავიწყებული“ გარეუბანი ან „უპატრონო მიწა“, არამედ ის არის მთელი ევრაზიის და მსოფლიოს ახალი დინამიური ქვერეგიონი.
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვევაზე ვუყუროთ რეგიონს ძველი ტელევიზორის ეკრანიდან იმ შტამბეჭდავი ცვლილებების გათვალისწინბის გარეშე, რომლებიც განხორციელდა ორი ათწლეულის მანძილზე.
ყაზახეთი და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოები დაამტკიცეს რომ გააჩნიათ სუვერენული და ღირსეული განვითარების უნარი.
მეორე, ცენტრალური აზიური ქვეყნებისადმი დამოკიდებულება როგორც გარე გავლენის ობიექტებზე, მათი ეროვნული ინტერესების გატვალისწინების გარეშე არის არაფერი მაგრამ გეოპოლიტიკური წინდაუხედავობის დემონსტრირება.
მესამე, ცენტრალური აზია არის უდიდესი ისტორიის მქონე ერების ცივილიზირებული გაერთიანება, ღირსეული და უდიდესი სამომავლო პერსპექტივებით.
ჩვენი ქვეყნების განსხვავებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ არის მხოლოდ აღორძინებული სახელმწიფოები. ესენია აბსოლუტურად ახალი ქვეყნები მოსახლეობის პრინციპულად განსხვვადებული ხარისხით, ეკონომიკის დინამიური მოდელით, აღორძინებული კულტურით, ახალი ეროვნული სულისქვეთებით და შესაძლებლობებით. ეს ქვეყნები გახდნენ და დარჩებიან თანამედროვე სამყაროს განუყოფელ ნაწილად. „თურქული პასიურობის, სლავური სულისქვეთების, ევროპეული ყაირათიანობით შეზღუდული გაერთიანება შესძენს სამყაროს, მე ამაში დარწმუნებული ვარ, განვითარების უმაღლეს მაგალითებს“, დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მეოთხე რიგში, ჩვენ უდნდა ვნახოთ განსხვავება XX და XXI საუკუნეების რეგიონალური სიტუაცის და იმის შორის რასაც ის წარმოადგენს ეხლა. ცენტრალურ აზიაში მოქმედებს რეგიონალური უსაფრთხოების მრავალშრეანი და მრავალგეგმიური სისტემა, რომელიც დაპროექტირებულია ძირითადი გეოპოლიტიკური ვექტორების გათვალისწინებით.
მისი ძირითადი კომპონენტებია – ურთიერთმოქმედების და – თათბირი აზიაში ურთიერთმოქმედების შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებენ აზიის კონტინენტის 20 სახელმწიფოზე მეტი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია და ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ყველა ეს ორგანიზაცია დაბალანსებულია, რაც მთელ სისტემას ერთგვაროვანს ხდის. რეგიონალური მაშტაბის კრიზისზე მათი რეაგირების უნარი არის საკმაოდ მაღალი. და ეს გასათვალისწინებელია.
მეხუთე, ნურსულტან ნაზარბაევი არ ეთანხმება იმ შეფასებების ავტორებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო კოალიციის მისია ავღანეთში თითქოს არ მიაღწია თავის მიზნებს. უშუალო საფრთხეები შემცირებულია და ლოკალიზებულია. უდავოდ, პრობლემები არსებობს შიდაავღანური დარეგულირების პროცესში, მაგრამ აქაც დადებითი ცვლილებები სახეზეა. „მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ზომების მიღების მნიშვნელობას, რაც მიმართული იქნება მშვიდობის მშენებლობაზე და ავღანური ეკონომიკის განვითარებაზე“, – დასძინა ცენტრალური აზიის ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერმა. სამოქალაქო ომი, რომელიც დაიწყო 1979 წელს მიმდენარეობს 34 წელი. სამწუხაროდ ამ კუთხით მიღწევები მოკრძალებულია, რაც აქტუალურს ხდის ავღანეთისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული და საინვესტიციო დახმარების გაწევას. ყაზახეთი მზად არის ამ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტისათვის დახმარება გაწიოს ახალი საერთაშორისო მოედნის ორგანიზებაბის გზით.
ინოვაციური მიდგომები საჭიროა არამხოლოდ ეკონომიკაში არამედ გეოპოლიტიკაშიც
თავის გამოსვლაში ყაზახეთის პრეზიდენტმა შეეხო ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რომლების განსხვადებიან არასტაბილურობით ბოლო წლეების განმავლობაში. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში რეალურია დისტაბილიზაციის საფრთხეები. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლების საჭიროებენ კონფლიქტის შემდგომი რეაბბილიტაცია უკვე დიდია, და ეს არ შეიძლება არ იქონიოს გავლენა გლობალურ განვითარებაზე. გლობალური დახმარების „ქრონიკული“ რეციპიენტების არსებობა – სერიოზული დატვირთვაა მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაზე. ეს შეიძლება გახდეს გლობალური დახმარების გრძელვადიანი შემაფერხებელი – ეს არის სერიოზული დატვირთვა მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით ნაზარბაევს მიაჩნია, რომ „გეოპოლიტიკური დაუფიქრებლობა“ – სერიოზული გლობალური ეკონომიკური პრობლემაა, რომელიც უკვე ძალზედ ძვირად უჯდება კაცობრიობას. ტექნოლოგიების განვითარების და გაძვირების პირობებში ეს შეიძლება დააზარალოს ეკონომიკური პოლიტიკა. ასეთ პირობებში აბსოლუტურად მართებულია ნოვატორობის და კატეგორიების წამოყენება გლობალური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობად.
პირველ რიგში, ინოვაციური მიდგომები საჭიროა არამხოლოდ გეოპოლიტიკისთვის არამედ გეოპოლიტიკისათვისაც კი. მეორე, პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს არამარტო სახელმწიფოებს მაგრამ ასევე პლანეტის თითოეულ რეგიონს, გლობალური ეკონომიკური სივრცის რეგიონალიზაციის ტრენდის გათვალისწინებით.
სსრკ–ს აღორძინება – სრული აბსურდი
თავის გამოსვლაში ყაზახეთის ლიდერმა ისაუბრა რეგიონალური განვითარების საკითხებისადმი ქვეყნის პასუხიმგებელი მიდგომაზე და აღნიშნა ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივად განხორციელებული მოსამზადებელი სამუშაოს მნიშვნელობა. ამასთან, ნაზარბაევმა მწუხარებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ დღევანდელ სამყაროში არსებობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც უყურებენ ევრაზიულ ინტეგრაციას „ცივი ომის“ ამღვრეული და გაცვეთილი ლინზების მეშვეობით. მაგრამ ეს ძველი პოლიტიკა ამახინჯებს სინამდვილეს. საკუთარი ბაზრების, მომსახურების და მუშა ძალის შეერთებისადმი სამი ქვეყნის სწრაფვა მომგებიანია გლობალური ეკონომიკისათვის.
ევროპის და აზიის, დასავლეთის და აღმოსავეთის მიჯნაზე განლაგებული ფართო რეგიონი იქნება საქმიანობისათვის საჭირო ერთობლივი წესების მქონე დამაკავშირებელი სივრცე.
შეიქმნება სტაბილური ეკონომიკური არეალი უსაფრთხო, სანდო უმოკლესი ტრანსევრაზიული მაგისტრალებით. მაგალითად, ამჯამა მიმდინარეობს მოლაპარაკება ყაზახეთისთვის ჩინეთის წყნარი ოკეანეს პირეთში პორტის გამოყოფის შესახებ. ყაზახეთს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აერთიანებს ორი ძლიერი სარკინიგზო მაგისტრალი, შვიდი საავტომობილო მაგისტრალი, რაც უფრო შეუწყობს ხელს კავშირის მომგებიანობას.
და ბოლოს, მომავალი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არ ჩაიკეტებინ დანარჩენი სამყარასაგან და განაგრძობენ აქტიურ თანამშრომლობას ყველასთან.
თავის გამოსვლაში ყაზახეთის პრეზდენტმა გვერდი არ აუარა ევრაზიური კავშირის ფარგლებში რუსეთის მიერ სსრკ–ს აღორძინების საკითხს.
„ეს სრული აბსურდია. მინდა დავძინო, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მასმედია დღეს აქ იმყოფება, კაზახეთი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენმა ხალხმა პირველად იგრძნო საკუთარი თავი თავისუფლად და გაიგო თავისფლების გემო. ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ ეს თავისუფლება. თუ რომელიმე გაერთიანება შეეცდება სახელმწიფოს ან კონსტიტუციის ინტერესების შევიწროვებას ჩვენ დაუყოვნებლივ დავტოვებთ ამ ორგანიზაციას. საქმე ეხება წმინდა ეკონომიკურ ინტეგრაციას“, – აღნიშნა ნაზარბაევმა.
ამასთან ერთად პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ინტეგრაცია არ არის მომენტალური გაყინული პროცესი. როგორც ევროკავშირის გამოცდილებამ აჩვენა, მასში იყო და ეხლაც არის პრობლემები, რომლებსაც თვით ცხოვრება გვიჩვენებს. ამავდროულად ევროპის შეცდომები და გამოცდილება სასარგებლოა.
საყოველთაო დიალოგი კაცობრიობისათვის
ყაზახეთის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას ქვეყნის ლიდერმა შეახსენა დამსწრე საზოგადოებას მიღებული სტრატეგიის „ყაზახეთი–2050“ შესახებ, რომელის მთავარი მიზანია – მსოფლიოს 30 ყველაზე განვითარებულ ქვეყათა შორის მოხვედრა. ამ მიზნის მიღწევის ერთ–ერთი ხერხია 2017 წელს ასტანაში საერთაშორისო ექსპოს ჩატარებაა, რომლის დევიზი იქნება „მომავლის ენერგია“. ყაზახეთი ასევე მონაწილეობს G-20 ფორმატის ფარგლებში გლობალური გადაწყვეტილების ძიებაში. ამასთან დაკავშრებით ყაზახეთის პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა იდეა G-GLOBAL, რომელიც შემოთავაზებულია XXI საუკუნის ახალი მსოფლიოს ფორმირების საფუძვლის სახით.
ნურსულტან ნაზარბაევის იდეის არსი მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა მთელი გლობალური საზოგადოების დიალოგისკენ მიწვევაში მსოფლიო ეკონომიკის და პოლიტიკის ყველა საკითხთან დაკავშირებით. ინტერნეტში წარმატებით ფუნქციონირებს G-GLOBAL–ის საკომუნიკციო მოედანი, რომელსაც ჰყავს მილიონობით მომხმარებელი. მის ფარგებში განიხილება ნაზარბაევის მიერ შემოთავაზებული G-GLOBAL–ის ხუთი პრინციპი:
პირველი: ევოლუცია და პოლიტიკაში რევოლუციურ ცვლილებებზე უარის თქმა;
მეორე: სამართლიანობა, თანასწორობა, კონსენსუსი
მესამე: გლობალური ტოლერანტობა და ნდობა;
მეოთხე: გლობალური ტრანსპარანტულობა;
მეხუთე: კონსტრუქციული მრავალი პოლარობა. ამ პრონციპებზე დაყრდნობით XXI შესაძლებელია წარმატებული დიალოგის წარმართვა ნებისმიერ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით და ყველა მონაწილესათვის მიღებლი გადაწყვეტილებების მოძებნა. G-GLOBAL იდეის მთავარი აზრი მდებარეობს მსოფლიოს განვიტარების გლობალურ პარადიგმების ცვლილების ქაოსურ დინამიკაში პოზიტიური ალტერნატივის შემოთავაზებაში. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უნიკალური სამყარო იმსახურებს კონსტრუქციული მრავალ პოლარობის პირობებში არსებობას“, - შეაჯამა გამოსვლა ნურსულტან ნაზარბაევმა.
რომან ტემნიკოვი - სპეციალურად საქინფორმისათვის