აქტუალური
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 16 კომპანიას 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

jarimaჯარიმის გადახდა დაეკისრათ შეზღუდული პასუხისმგებლობის სამსახურის ,,საქ. საერთ. ენერგ. კორპორაცია’’ (თბილსრესი), ,,მტკვარი ენერგეტიკა’’, ,,საქ. საერთ. ენერგ. კორპორაცია’’, (მცირე ჰესები), ,,ბაკური’’ (მაჭახელა ჰესი), ინდ. საწარმო ,,გოჩა გიუნაშვილი’’, და ,,ენერგია 1’’ (ბოლდოდაჰესი), ,,ჟინერი’’ (დმანისი ჰესი; ) ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით ასევე დაეკისრათ სს ,,იტერა-საქართველოს’’ შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს’’, ,,გაზმშენს’’ და სს ,,გორიგაზი’’.

დაჯარიმების მიზეზი რეგულირების საფასურის გაანგარიშებისთვის საჭირო მონაცემებისა და ურთიერთშედარების აქტების დროული წარმოუდგენლობა, რეგულირების საფასურის გადაუხდელობა და ასევე, სალიცენზიო პირობების დარღვევაა. სალიცენზიო პირობების დარღვევისა და დერეგულირებულ სექტორში რეგულირების საფასურის დავალიანებისათვის, ორი სახის – 5000-5000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას.