უცხოეთი
მილოცვა დსთ-ის ქვეყნების, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68 წლისთავთან დაკავშირებით

1-prezident-rfსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ის ქვეყნების, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ლიდერებსა და მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა.

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნების ხელმძღვანელთა საერთო მოვალეობაა, ფაქიზად გაუფრთხილდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და იზრუნონ ვეტერანებზე.

რფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 1945 წლის გამარჯვების მაისის წმიდა ხსოვნა უწინდებურად გააერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და მყარ საფუძვლად დაედება თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.