სამართალი
როლანდ ახალაია: “მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი!”

1-axlaia-rolandსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. დეპუტატ როლანდ ახალაია განცხადებით, რომელიც მან გუშინ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, ბაჩო ახალაია უკანონო პატიმარია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკა ბესელია კი რატომღაც არ ინტერესდებიან ახალაიას საქმით.

"მაინტერესებს, სად არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები? ბაჩო ახალაია უკანონო პატიმარია და არ ვიცი, ეკა ბესელია რატომ არ ინტერესდება ბაჩოს საქმით, როდესაც იცავს შალიკიანების და მსგავსი პირების უფლებებს. თუ პირადი ინტერესი აქვს ბაჩო ახალაიას მიმართ?", - აღნიშნა ახალაიამ.

ახალიას თქმით,  ის თავის დროზე ყველფერს იტყვის და გამორიცხული არ არის, რომ ეს განცხადება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გააკეთოს.

,,ყველაფერს თავის დროზე ვიტყვი. შეიძლება ეს პროცესების მიმდინარეობისას იყოს, ან შეიძლება დასრულების შემდეგ. წინასწარ ტალახის სროლას შეჩვეული არ ვარ, ისე, როგორც ეს ბაჩო ახალაიას მისამართით კეთდებოდა. მოვა დრო და თავის დროზე ყველაფერს ვიტყვი", - ჟურნალისტების მიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა როლანდ ახალაიამ.