საზოგადოება
მარგველაშვილი: „მშრომელთა უფლებებს იცავენ ადამიანები, რომელთაც როზა ლუქსემბურგი სალანძღავი სიტყვა ჰგონიათ“

1-margvelaSvსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „მისი პრივატული საუბრები გასაჯაროვდა".

ვწუხვარ იმიტომ, რომ არ მჩვევია გუნდის საპირისპირო განცხადებების გაკეთება. შიგნით რას და როგორ ვამბობ, ეგ სხვა საკითხია”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში მშრომელთა უფლებებს იცავენ ადამიანები, რომელთაც როზა ლუქსემბურგი სალანძღავი სიტყვა ჰგონიათ.

ეს არ არის სალანძღავი სიტყვა, უბრალოდ, გამოხატავს რადიკალიზმს... ვწუხვარ, რომ სოციალური ქსელებით ჩემი პრივატული საუბრის შინაარსი გავრცელდა", – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ხოლო გადადგომისაკენ კობა დავითაშვილის მოწოდების პასუხად განმარტა, რომ მზადაა, ეს საკითხი იმ ჯგუფთან ერთად  განიხილოს, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

რაც შეხება დავითაშვილის წინადადებას, რომ გადავდგე ვიცე-პრემიერის პოსტიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სერიოზულ კონტექსტში უნდა იქნ განხილული. მზად ვარ, ეს განვიხილო იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. თუ არის ამის საფუძველი, ბუნებრივია, მე კობას დავუჯერებ”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ კობა დავითაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე შრომის კოდექსთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები უცნაურად მიიჩნია და მარგველაშვილს ვიცე-პრემიერობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.