საზოგადოება
ექს-პირველი ლედი დაიკარგა

manana2ყოფილ პირველ ლედის - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მისი მომხრეები ეძებენ.

როგორც მანანა არჩვაძის თანაგუნდელებმა საქინფორმის ჟურნალისტს განუცხადეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მილანში სპორტული კინოსა და ტელევიზიების ფესტივალზე გუშინ გაემგზავრა.

მგზავრობისას არჩვაძე-გამსახურდიამ ჩემოდანი დაკარგა, რის გამოც ფესტივალს დაგვიანებით შეურთდა.

ბოლოს მანანა არჩვაზე-გამსახურდია დას, ლელე არჩვაძეს გუშინ, 22:00 საათზე, ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემოდანი იპოვა და ქუჩაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სატელეფონო კავშირი მანანა არჩვაძესთან ვეღარ ხერხდება.

როგორც მანანა არჩვაძის მეგობრები აცხადებენ, სასტუმრო, სადაც ის უნდა დაბინავებულიყო, საცხოვრებლად უვარგისი აღმოჩნდა; თან იქ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ, რაც არჩვაძისთვის მიუღებელი იყო.

ახლობელთაგან არავინ იცის, თუ სად გაათია მან ღამე.

საქინფორმმა ლელე არჩვაძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ტელეფონი მასაც გამორთული აქვს.

ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოს, მაგრამ არც მათ იციან რამე ამასთან დაკავშირებით.