სამართალი
დუისში ცხედრების ექსჰუმაცია მიმდინარეობს

1-saplavebiსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ლოპოტას ხეობაში შარშან აგვისტოში ლაფანყურის ოპერაციის დროს დაღუპული ჩეჩნების ცხედრების ექსჰუმაცია მიმდინარეობს. დუისის სასაფლაოზე სპეციალისტები მუშაობენ. როგორც ცნობილია, ცხედრებს ექსპერტიზა ერთხელ უკვე ჩაუტარდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შედეგები განადგურებულია.

ლოპოტას ხეობაში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს, შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მოკლული იქნა დივერსანტების ჯგუფის 11 წევრი, რომელთა ნაწილი ჩრდილოკავკასიელები იყვნენ.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს ამჟამად შსს პროკურატურასთან ერთად იძიებს.