პუბლიკაციები
ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლაში დაღუპული კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლების ხსოვნას პატივი მიაგეს

1-kavkaz-mtსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 2013 წლის 25-26 აპრილს ქალაქ ვოლგოგრადში გაიმართა მესამე საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული ფორუმი „ერთობით მოპოვებული უდიდესი გამარჯვება: კავკასიელი ხალხები სტალინგრადისთვის ბრძოლაში“.

ღონისძიება სტალინგრადის ბრძოლის 70 წლისთავს მიეძღვნა, მას რუსეთის 8 რეგიონიდან და კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან 200-ოდე სტუმარი ესწრებოდა  -  ვეტერანები, ისტორიკოსები, კულტურის მოღვაწეები და საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები (სტალინგრადის ბრძოლაში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ქართველი მებრძოლებიც).

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: „ევრაზიის კვლევების ინსტიტუტის“ განვითარების ფონდი, პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი “, არაკომერციული პარტნიორობა საერთაშორისო კავშირების ხელშეწყობისთვის და განვითარებისთვის „კავკასიური თანამშრომლობა“, ვოლგოგრადის სოციალურ-პედაგოგიური უნივერსიტეტი, რუსეთის კულტურის ფონდის რეგიონული განყოფილება და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

ფორუმის მონაწილეებმა სტალინგრადის ბრძოლის გმირების ისტორიულ-მემორიალური კომპლექსი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ვოლგოგრადის სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიმართა პლენარული სხდომა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩერნოვმა გახსნა და ფორუმის მონაწილეებისადმი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის ოფიციალური მიმართვა წაიკითხა.

შეხვედრის მონაწილეებისადმი ოფიციალურ მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა ამგვარი საერთაოშორისო ინიციატივების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. “ვოლგის ნაპირებზე, გვერდიგვერდ, სრულიად სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები იბრძოდნენ. მათ - გაუძლეს, იმიტომ რომ მშობლიურ მიწას, სიმართლეს და სამართლიანობას იცავდნენ... უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფორუმმა ერთად შეკრიბა ვეტერანები, იმათი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ვინც სტალინგრადი დაიცვა!“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიმართვაში ფორუმის მონაწილეებისადმი.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა დაღესტნის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი რამაზან აბდულატიპოვი. მან სტალინგრადის ბრძოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღნიშნა. “ეს - ჩვენი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ეს ჩვენი სულის ნაწილია. ეს გამარჯვება მუდამ შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ - ერთიანი ხალხი ვართ და ერთი სამშობლო გვაქვს!“, - ხაზი გაუსვა რამაზან აბდულატიპოვმა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვოლგოგრადის მხარის გუბერნატორი სერგეი ბოჟენოვი, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების ქ. ვოლგოგრადში გამართვის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვოლგოგრადის მხარეში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პატრიოტული, არამედ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის ტრადიციები და ამიტომ ქალაქისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმს.

ქართული დელეგაციის სახელით პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია. ალექსანდრე ჭაჭიამ ვეტერანებს, ფორუმის სტუმრებს და მონაწილეებს შინაარსიანი სიტყვით მიმართა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე კავკასიელი ხალხების ერთიანობის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიელი გმირების მიერ ჩადენილი გმირობების, აგრეთვე - საკუთარი ოჯახის შესახებ, რომლის სამი წევრი მოხალისედ წავიდა ომში.

ამით პლენარული სხდომა დამთავრდა, შესვენების შემდეგ კი ფორუმის მუშაობა თემატური სექციების ფორმით გაგრძელდა. სასექციო მუშაობაში მონაწილეობდნენ „ევრაზიის კვლევების ინსტიტუტის“ განვითარების ფონდის პრეზიდენტი ვალერი ტურსუნოვი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ხელმძღვანელი ალექსეი ვლასოვი და სხვები. ალექსეი ვლასოვის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, აუცილებელია, აქტიურად იქნეს განხილული საერთო ისტორიული სივრცის შენარჩუნებისა და გამყარების საკითხები. ვლასოვმა იმედი გამოთქვა, რომ ორი წლის შემდეგ, როცა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავი აღინიშნება, ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების ამ უდიდეს ზეიმს!

სესიებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემატიკის საკითხები: „დიდი გარდატეხა უდიდესი გამარჯვების გზაზე: კავკასიის ხალხები სტალინგრადისთვის ბრძოლაში“, „მკვლევართა მოძრაობა: როგორ შევინარჩუნოთ ხსოვნა დიდ გამარჯვებაზე“ და „უდიდესი გამარჯვების ისტორიული ხსოვნა ახალგაზრდების თვალით“ და სხვა. მთლიანად, ფორუმის პლენარული სხდომის და სამი თემატური სექციის მუშაობის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი მოხსენება, რომლებიც ვოლგაზე ბრძოლის სხვადასხვა ისტორიულ ასპექტს და, აგრეთვე, ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნების პრობლემებს ეძღვნებოდა. დისკუსიის დროს მთელი რიგი წინადადებებიც გამოითქვა.

ფორუმის მუშაობამ დიდხანს გასტანა და იგი უამრავი ემოციური გამოსვლით იყო დატვირთული. ფორუმის მონაწილეების აზრით, დღეს აუცილებელია, ამ ომში მონაწილე ქვეყნებმა  მკვლევარებთან აქტიურად ითანამშრომლონ, რათა დადგინდეს ისტორიული სიმართლე და სრული სიზუსტით იქნეს გამოკვლეული სტალინგრადის ბრძოლის ყველა დეტალი.

სხდომის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სტალინგრადის ბრძოლის მუზეუმი - პანორამა მოინახულეს, სადაც ომისდროინდელი უნიკალური ნივთებია გამოფენილი, ხოლო მუზეუმის შიდა სივრცეზე სტალინგრადის ბრძოლის უზარმაზარი პანორამაა გაშლილი.

საღამოს, ფორუმის მუშაობის პირველი დღის დასასრულს, ვოლგოგრადის მხარის გუბერნატორი სერგეი ბოჟენოვი ღონისძიების სტუმრებს საზეიმო ვახშმით გაუმასპინძლდა.

ფორუმის მეორე დღეს სტუმრებისთვის გაიმართა ექსკურსია ქალაქ ვოლგოგრადის ღირსშესანიშნაობების გასაცნობად.

საქინფორმის ჟურნალისტი ნატა წერეთელი, რომელიც ვოლგოგრადში ფორუმზე მუშაობდა, ღონისძიების ორ ორგანიზატორს - ნიკოლაი სილაევს და იულია იაკუშევას ესაუბრა.

ნიკოლაი სილაევი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, კავკასიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი:
“ჩემი აზრით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არსებობს საერთოკავკასიური ფორუმების ნაკლებობა. ეს სწორედ ის ფორმატია, რომელშიც მთელ კავკასიას შეუძლია მონაწილეობის მიღება.

რაც შეეხება ფორუმის შეფასებას, ჩემი აზრით, ის ძალიან დატვირთული იყო  შინაარსობრივად და ძალიან სასარგებლო - პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან ფორუმზე იყო ერთობლივი პროექტების განხილვის  შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ის ფაქტი, რომ მსგავსი ფორუმი უკვე მესამედ გაიმართა, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც მოგვეცა ერთობლივი პროექტების განხორციელების  შესაძლებლობა. როგორც იცით, განხილული იქნა საერთაშორისო ცენტრის შექმნა, რომელიც შეისწავლის სტალინგრადის ბრძოლის დეტალებს, აგრეთვე საერთო სახელმძღვანელოს გამოცემის პერსპექტივები და საერთო ინტერნეტპორტალის მომზადება, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელს ექნება საშუალება, სხვადასხვა მნიშვნელოვან განხილვაში და სხვა აქტუალურ საკითხებში  მიიღოს მონაწილეობა.

პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო სესია, სადაც მკვლევარები გამოვიდნენ სიტყვით. ვფიქრობ, ეს ის ხალხია, ვინც ომის ისტორიას ინახავს და ამით წმინდა საქმეს აკეთებს. ასევე მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოსვლები, რომელთაც კონკრეტული გეგმები და პროექტები აქვთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ახალგაზრდების მხრიდან ომის თემატიკით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“.

იულია იაკუშევა, პოლიტოლოგიური ცენტრიჩრდილოეთი-სამხრეთისაღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: “პოლიტოლოგიური ცენტი პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ პირველად შეუერთდა ღონისძიების ორგანიზატორებს და აქტიური მონაწილეობა მიიღო ფორუმის გამართვაში. ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტი გახლავთ კავკასიის ახალგაზრდული საერთაშორისო პროფესიული კავშირების განვითარება და რადგანაც აღნიშნული ფორუმი ითვალისწინებდა სწორედ ახალგაზრდების ჩართვას, ჩვენ ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობა გადავწყვიტეთ. მოვიწვიეთ ის ჟურნალისტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენ მიერ უკვე განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში, რათა მიგვეცა საშუალება, უკეთ გაცნობოდნენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან ეს მათ ხელს შეუწყობს პროფესიულ საქმიანობაში.

როგორც იცით, კავკასიის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის დეფიციტი იგრძნობა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ ჩართვას მსგავს პროექტებში. ჩვენი მიზანია ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის განმტკიცება, რადგან მიგვაჩნია, რომ კავკასიის რეგიონი პოლიტიკურად ძალიან რთულია, მაგრამ უშუალოდ ამის მიზეზების განხილვაზე გადასვლა, ალბათ, ნაადრევია.

პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ წლის ბოლოს გეგმავს  ჟურნალისტიკის საერთაშორისო სკოლის გამართვას, კავკასიის რეგიონის ქვეყნების ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა ამ სკოლაში, გაიცნონ კოლეგები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ“.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა აგრეთვე მედიის წარმომადგენელთა შეხვედრა ვოლგოგრადის მხარის გუბერნატორთან. სერგეი ბოჟენოვმა შეხვედრის მონაწილე ყველა ჟურნალისტი ქ. ვოლგოგრადში 2013 წლის ივლისში დაგეგმილ ფორუმზე მიიწვია.

1-kavkaz-32 1-kavkaz-31
1-kavkaz-30 1-kavkaz-29
1-kavkaz-28 1-kavkaz-27
1-kavkaz-26 1-kavkaz-25
1-kavkaz-24 1-kavkaz-23
1-kavkaz-22 1-kavkaz-21
1-kavkaz-20 1-kavkaz-19
1-kavkaz-18 1-kavkaz-17
1-kavkaz-16 1-kavkaz-15
1-kavkaz-14 1-kavkaz-13
1-kavkaz-12 1-kavkaz-11
1-kavkaz-10 1-kavkaz-9
1-kavkaz--8 1-kavkaz-7
1-kavkaz-6 1-kavkaz-5
1-kavkaz-4 1-kavkaz-3
1-kavkaz-2 1-kavkaz-1