უცხოეთი
აფეთქება მახაჩყალაში

maxaCkala-ucx2საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. დღეს მახაჩყალაში მძლავრი აფეთქების შედეგად 15-16 წლის ორი მოზარდი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაიჭრა. ამჟამად დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან და ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ორი მოზარდი მაშინ დაიღუპა, როცა იმ ყუთის გახსნას ცდილობდა, სადაც, სავარაუდოდ, ბომბი იყო დამალული.