პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლება: სწავლება “ისარი 013“ შეიარაღებული ძალების 22 წლისთავის აღსანიშნავად - ნატოს წევრობისათვის ქვეყნის მზადყოფნის დასტურია

politt1-mtსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გუშინ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 22 წლისთავთან დაკავშირებით საჩვენებელი საველე ტაქტიკური სწავლება "ისარი 013" გაიმართა.

საჩვენებელ სწავლებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრი.

"ისარი 013"-ში სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. სამხედროებმა სპეციალური ოპერაციების ძალების შერჩევის ეტაპები წარმოადგინეს და განახორციელეს ჩასაფრების, ძებნის, გადარჩენის, საცეცხლე მომზადებისა და ძალთა გამოყვანის ამოცანები. წვრთნაში საჰაერო ბრიგადის ესკადრილიაც იყო ჩართული, ასევე, მასში მონაწილეობდა პირველი საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო ბატარეა.

წვრთნის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა პირადად მიულოცა  სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე და ქართული არმიის გაძლიერება უსურვა.

(მილოცვის სრული ტექსტი იხილეთ საქინფორმის მთავარ გვერდზე)

politt-1
politt-2
politt-3
politt-4
politt-5
politt-6